![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/ff/David_Magradze_signature_%2528vect%2529.svg/langka-640px-David_Magradze_signature_%2528vect%2529.svg.png&w=640&q=50)
დავით მაღრაძე
ქართველი პოეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
დავით (დათო) მაღრაძე (დ. 28 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი პოეტი. საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი.
დავით მაღრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ივნისი, 1962(1962-06-28) (61 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოეტი და პოლიტიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
![]() |
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1984–1985 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“, ხოლო 1985–1991 წლებში ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორ-ლიტმუშაკი. 1991 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1991–1992 წლებში მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1992 წელს იყო ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი. არის მრავალი კრებულის ავტორი. ებოლიში გამართული პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული .
1992–1995 წლებში ეკავა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.