From Wikipedia, the free encyclopedia
„მნათობი“ — ქართული ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-1872 წლებში თბილისში (1869 წელს გამოვიდა 10 ნომერი; 1870 წელს — 4; 1871 წელს — 8; 1872 წელს — 11). რედაქტორი — ნიკოლოზ ავალიშვილი; გამომცემელი — ივანე ელიოზიშვილი. „მნათობი“ იყო ქართველი ხალხოსნების პროგრესული მიმართულების ჟურნალი, რომელიც უტოპიურ სოციალიზმს ქადაგებდა. გამოქვეყნებულია ნინო ორბელიანის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის, ნ. იაშვილის, დიმიტრი ჯანაშვილის, გიორგი იოსელიანის, ნიკოლოზ ავალიშვილის, ივანე ელიოზიშვილის, ანტონ ფურცელაძის, აკაკი წერეთლის, გ. ქიქოძის, რაფიელ ერისთავის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები; ჯორჯ ბაირონის, უილიამ შექსპირის, ჟ. ბ. მოლიერის, ფრიდრიხ შილერის, ჰაინრიხ ჰაინეს, პიერ - ჟან დე ბერანჟე და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები. „მნათობს“ ლიტერატურულ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა „ცისკართან“, „დროებასთან“ და „კრებულთან“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.