გურიის მხარე
მხარე საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
გურიის მხარე — მხარე საქართველოში. მოიცავს კოლხეთის ბარის სამხრეთ პერიფერიულ ნაწილს და მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოებებს. ჩრდილოეთით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, აღმოსავლეთით — იმერეთის მხარე, სამხრეთით — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 2033,2 კმ².[3] მოსახლეობა — 113 350 კაცი (2014).[4] ცენტრი — ქ. ოზურგეთი. მხარეში არის 3 მუნიციპალიტეტი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), 2 ქალაქი (ლანჩხუთი, ოზურგეთი), 7 დაბა (ბახმარო, გომისმთა, ლაითური, ნარუჯა, ურეკი, ქვედა ნასაკირალი, ჩოხატაური), 186 სოფელი. გურიის მხარე ემთხვევა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარე გურიას. მოსახლლეობის 98,07 % ქართველია, 1,08 % – სომეხი, 0,50 % – რუსი, 0,12 % – უკრაინელი. საშუალო სიმჭიდროვეა 55,7 კაცი 1 კმ²-ზე. მოსახლეობის 28 % ცხოვრობს ქალაქში, 72 % – სოფლად. მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. მოჰყავთ სიმინდი, თხილი, ჩაი, კურკოვანი და კაკლოვანი ხილი, ციტრუსები (მათ შორის მანდარინი), ყურძენი და სხვა. მნიშვნელოვანი კურორტებია: ბახმარო, გომისმთა, გრიგოლეთი, ურეკი, შეკვეთილი. რეგიონის კოდია — GE-GU.
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ გურია. |
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
გურიის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ოზურგეთი |
შიდა დაყოფა | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°58′00″ ჩ. გ. 42°12′00″ ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | გიორგი ურუშაძე |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 2033 კმ² |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 113 350 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 55,7 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები — 98,07 %; სომხები — 1,08 %; რუსები — 0,50 %; უკრაინელები — 0,12 %.[1] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები — 86,7 %; მუსლიმები — 11,4 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | 3500 |
ოფიციალური საიტი | http://www.guria.gov.ge/ |