ავსტრიელი ბიოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
გრეგორ იოჰან მენდელი (გერმ. Gregor Johann Mendel; დ. 20 ივლისი, 1822[17] — გ. 6 იანვარი, 1885) — ავსტრიელი ბიოლოგი, მემკვიდრულობის შესახებ მოძღვრების (მენდელიზმი) ფუძემდებელი, ბოტანიკოსი, ავგუსტინელთა ორდენის ბერი[18], მეცნიერი და აბატი, რომელსაც ხშირად გენეტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებენ.
გრეგორ მენდელი | |
---|---|
გერმ. Gregor Mendel[1] | |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1822[2] [1] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ჰინჩიცე, ავსტრიული სილეზია, ავსტრიის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 6 იანვარი, 1884[6] [7] [8] [3] [1] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [5] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრნო, მორავიის მარკა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [10] [14] [5] |
დასაფლავებულია | ბრნოს ცენტრალური სასაფლაო[16] |
მოქალაქეობა |
ცისლეიტანია[1] ავსტრიის იმპერია[1] |
ეროვნება | მორავები[1] |
საქმიანობა | ბიოლოგი[1] [14] [5] , გენეტიკოსი[1] , მეფუტკრე[1] , მათემატიკოსი[1] , ბოტანიკოსი[1] , კათოლიკე მღვდელი[14] და ბუნებისმეტყველი[14] [5] |
მუშაობის ადგილი | წმინდა ტომასის სააბატო[1] |
ალმა-მატერი | ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი[1] და ვენის უნივერსიტეტი[1] |
განთქმული მოსწავლეები | Leoš Janáček |
მეუღლე | [1] |
ჯილდოები | Commander's Cross of the Order of Franz Joseph |
საიტი | mendelweb.org |
მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებმა საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ მცენარეების ჯვარედინი დამტვერვის მეთოდით შეიძლებოდა ამა თუ იმ სასარგებლო თვისების მიღება, მენდელმა მიზნად დაისახა ჩასწვდომოდა მემკვიდრულ კანონზომიერებს. იგი სწავლობდა ნიშან-თვისებების გადაცემას ბარდაში. მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობითობა კანონებს ემორჩილება, რომლებსაც შემდგომ მენდელის კანონები – „მენდელიზმი“ უწოდეს. მენდელის ნაშრომის მნიშვნელობა მხოლოდ XX საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც ერიხ ვონ ჩერმაკი, ჰუგო დე ფრისი, კარლ კორენსი და უილიამ ჯასპერ სპილმენი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიდნენ იმ დასკვნებამდე, რომლებიც გრეგორს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამ ხელახალმა აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დისციპლინის — გენეტიკის განვითარებას.
მენდელი დაიბადა გერმანელი გლეხების, ანტონ და როზინა მენდელების ოჯახში, ჰაინცენდორფში, ავსტრიის იმპერიაში (დღევანდელი იიჩინი, ჩეხეთის რესპუბლიკა). ჰყავდა ორი უფროსი და ერთი უმცროსი და. ისინი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ფერმაში, რომელსაც მენდელების ოჯახი 130 წელზე მეტი იყო რაც ფლობდა[19]. გრეგორს ბუნებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა. ბავშვობაში მენდელი მებაღედ მუშაობდა და ამასთანავე, სწავლობდა მეფუტკრეობას. მოგვიანებით, იგი ოპავას გიმნაზიაში სწავლობდა. იგი 4 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა სწავლის გაგრძელებას ავადმყოფობის გამო. 1840-1843 წლებში, მენდელი ოლმიუცის ფილოსოფიის უნივერსიტეტში თეორიულ ფილოსოფიას და ფიზიკას სწავლობდა. 1 წლის განმავლობაში, გრეგორი უნივერსიტეტშიც ვერ ახერხებდა სწავლას, ავადმყოფობის და ფინანსური პრობლემების გამო. ფიზიკის მასწავლებლის, ფრიდრიხ ფრანცის რჩევით, 1843 წელს მენდელი ბერად აღიკვეცა ავგუსტინელთა ორდენის წმინდა ტომასის სახელობის სააბატოში, რადგან ეს მას იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ სწავლის საფასური არ გადაეხადა[20]. მან ბერად აღკვეცის შემდეგ მიიღო სახელი გრეგორი[21]). 1844-1848 წლებში, იგი ბრნოს ღვთისმეტყველების ინსტიტუტში სწავლობდა. 1847 წელს, მენდელი მღვდელი გახდა.
გრეგორი დამოუკიდებლად ეცნობოდა სხვადასხვა მეცნიერებებს. ერთ-ერთ სკოლაში დროებით ასწავლიდა ბერძნულ ენასა და მათემატიკას. 1850 წელს, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე, მან არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა გეოლოგიასა და ბიოლოგიაში. [1849]]-1851 წლებში, იგი ზნოიმოს გიმნაზიაში ასწავლიდა მათემატიკას, ლათინურ და ბერძნულ ენებს. 1851-1853 წლებში, ვენის უნივერსიტეტში ეუფლებოდა საბუნებისმეტყველო ისტორიას, უნგერის – ერთ-ერთი პირველი ციტოლოგის ხელმძღვანელობით. სწორედ აქ დაინტერესდა მენდელი მცენარეების შეჯვარებითა და ნიშან-თვისებების შთამომავლობაში გამოვლენის სტატისტიკით. 1853 წელს, მენდელი სააბატოში დაბრუნდა და ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
გრეგორ მენდელმა, რომელიც თანამედროვე გენეტიკის ფუძემედებლადაა აღიარებული, უნივერსიტეტების პროფესორების წაქეზებით დაიწყო მცენარეთა სახეობების მრავალფეროვნების შესწავლა, მან ეს განაგრძო მონასტერშიც.
მენდელმა ცდებში გამოიყენა ბარდის 22 ჯიში, რომელიც 7 კონტრასტული ნიშნთ განსხვავდებოდა: მცენარის სიმაღლე, ბარდის ფორმა და ფერი, თესლის ფორმა და ფერი, ყვავილის ფორმა და ფერი. თესლის ფერზე ჩატარებულ ექსპერიმენტში, გამოჩნდა, რომ ყვითელი და მწვანე ბარდის შეჯვარებისას შთამომავალი მცენარე არის ყოველთვის ყვითელი. თუმცა, მცენარეთა მომდევნო თაობებში, მწვანე ბარდა კვლავ გამოჩნდა პროპორციით 1:3. ამის ასახსნელად, მენდელმა შეომიღო ტერმინები – დომინანტური და რეცესიული, რაც მცენარის გარკვეულ ნიშან-თვისებაზე მიუთითებს. (წინა მაგალითში, მწვანე ბარდა რეცესიულია, ხოლო ყვითელი — დომინანტური.) ეს ნაშრომი გრეგორ მენდელმა 1866 წელს გამოაქვეყნა ბრიუნის ბუნებისმეტყველთა საზოგადოების „წერილებში“. მიღებული ჰიბრიდების ყველა ტიპის რაოდენობრივმა აღრიცხვამ და აგრეთვე ვარიაციულ-სტატისტიკურმა მიდგომამ, მენდელს შესაძლებლობა მისცა ჩამოეყალიბებინა მემკვიდრეობითი ფაქტორების თავისუფალი დათიშვის და კომბინირების კანონზომიერებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოძღვრებას მემკვიდრულობის შესახებ და მათ მენდელის კანონები ეწოდა.
1856-1863 წლებში მენდელმა გამოიყვანა და შეისწავლა 22 ჯიშის ბარდის (Pisum sativum) 29 000 მცენარე. შედეგად ჩამოაყალიბა სამი კანონი:
1865 წელს, გრეგორმა თავისი ნაშრომი „ექსპერიმენტები მცენარეების შეჯვარებაზე“ გააცნო ბუნების ისტორიის საზოგადოებას ბრუნში, მორავიაში. მენდელის 1866 წელს გამოცემული კვლევა "ცდები მეცნიერულ ჰიბრიდებზე", მსოფლიოს 120 უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვდა. თავად გრეგორმა 40 ყველაზე ცნობილ ბოტანიკოსს დაუგზავნა ასლები, თუმცა ამას ბიოლოგების ინტერესი არ გამოუწვევია.
როდესაც მენდელმა დაასრულა ბარდის შესწავლა, მან გადაწყვიტა ექსპერიმენტები ფუტკარზე ჩაეტარებინა, რათა აღმოჩენილი კანონების სიზუსტე ცხოველებზეც შეემოწმებინა. გრეგორმა გამოიყვანა ჰიბრიდული ჯიში, თუმცა ნათელი სურათის შექმნა ვერ მოახერხა, რადგან ძალიან ძნელი იყო მდედრი ფუტკრების შეჯვარების კონტროლი. თანაც, მიღებული შთამომავლობა ბარდებზე ცდებით აღმოჩენილ კანონებს არ დაემორჩილა. შემდგომში დამტკიცდა, რომ ეს გენეტიკის სხვა მექანიზმებით იყო გამოწვეული, რომლებსაც მენდელი მაშინ არ იცნობდა.
1868 წელს, მენდელი აბატად აირჩიეს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ამით დასრულდა, რადგან ადმინისტრაციული საკითხებზე დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ, ასევე დავამ ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობდა ახალი გადასახადები დაეწესებინა რელიგიური ინსტიტუტებისთვის, დრო აღარ დაუტოვა მენდელს გენეტიკის შესწავლისათვის.
მისი აღმოჩენები მის სიცოცხლეშივე არ გამხდარა ცნობილი და არ უღიარებიათ. მაშინ სწამდათ, რომ ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა დარვინის პანგენეზისის თეორიის პრინციპებით ხდებოდა. დღეს მეცნიერები უკვე მენდელის გენეტიკას იყენებენ.
გრეგორ მენდელი ქრონიკული ნეფრიტით გარდაიცვალა 1884 წლის 6 იანვარს, ბრნოში, მორავია, ავსტრია-უნგრეთი (დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა). ახლადარჩეულმა აბატმა, მენდელის ყველა ქაღალდი დაწვა, რათა საბოლოოდ დაესრულებინა დავა გადასახადებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.