From Wikipedia, the free encyclopedia
გორგული — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორგული, ადიგენი, იმერთუბანი, იჯარეთი).[1]
სოფელი | |
---|---|
გორგული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორგული |
კოორდინატები | 41°40′11″ ჩ. გ. 42°42′13″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 155[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 1 კილომეტრით.
„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს გორგული შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რაიონი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გორგულში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს — წლიურად 4500 ახჩას. 1870 წელს გორგულში ხუთი კომლი ირიცხებოდა. ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 155 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.