სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი From Wikipedia, the free encyclopedia
გომბორი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: გომბორი, ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი) ცენტრი.
სოფელი | |
---|---|
გომბორი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გომბორი |
კოორდინატები | 41°51′28″ ჩ. გ. 45°12′12″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 681 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 50,5 % აზერბაიჯანელები 44,6 % რუსები 4,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | 3804[2] |
მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე, მდინარე გომბორის ნაპირებზე, გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1050 მ, საგარეჯოდან 50 კმ.
სოფლის სახელწოდება ცივ-გომბორის ქედის სახელიდან უნდა მიმდინარეობდეს. ცივ-გომბორის ქედი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება. სოფელი - XVIII საუკუნიდან. ვახუშტის მიხედვით, ცივ-გომბორის მთის კალთები უხვშემოსავლიანი იყო. აქაური მაცხოვრებლები, ძირითადად მეხილეობა-მებოსტნეობას და მესაქონლეობას მისდევდნენ. გომბორაზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი გზა, რის გამოც იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. რუსული მმართველობის შემოღებისთანავე, აქ ჩააყენეს პრეობრაჟენსკის გრენადერთა პოლკის მცირე კონტინგენტი, რომლის რაოდენობა მომდევნო წლებში გაიზარდა.
ლეკიანობის აღკვეთის შემდეგ, ამ ადგილებში ჩამოსახლება დაიწყეს ფშაველებმა და ხევსურებმა. ქართველ მოსახლეობას მიემატა დემობილიზებული, რუსი სამხრედო მოსამსახურეებიის ოჯახები (ამჟამად აღარ სახლობენ). სოფელ გომბორში ცხოვრობს აგრეთვე მოსახლეობის ერთი ჯგუფი, რომლებიც საყოველთაო აღწერის დროს აზერბაიჯანელებს მიაკუთვნეს. საკუთარ თავს კი ისინი ლაიჯებს უწოდებენ. მათი სახელწოდება მიმდინარეობს ბაქოს იმჟამინდელ გუბერნიაში მდებარე სოფელი ლაჰიჯიდან, საიდანაც XX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ.
საბჭოთა პერიოდში, გომბორის მიდამოებში განთავსებული იყო მსხვილი სამხედრო ბაზა, რომლის შემადგენლობაში სარაკეტო ბრიგადაც შედიოდა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 681 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.