![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Goya_-_Caprichos_%252849%2529.jpg/640px-Goya_-_Caprichos_%252849%2529.jpg&w=640&q=50)
გობლინები
From Wikipedia, the free encyclopedia
გობლინები — ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანის მაგვარი არსებანი, რომლებიც მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობენ და მზის სინათლეს ერიდებიან. დასავლეთ ევროპულ მითოლოგიაში გობლინებს სხვადასხვაგვარი დახასიათებით ვხვდებით, ზოგჯერ მათ ურთიერთგამომრიცხავი უნარები აქვთ. გობლინებს უმეტესად ცეროდენა, მომაბეზრებელ არსებებად აღწერენ, თუმცა, უფრო კონკრეტული თვისებების დახასიათება საერთო ჭრილში არ ხერხდება, რადგანაც მათ სხვადასხვა ქვეყნისა თუ რეგიონის ფოლკლორი განსხვავებული უნარებით და ჩვევებით წარმოგვიდგენს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Goya_-_Caprichos_%2849%29.jpg/640px-Goya_-_Caprichos_%2849%29.jpg)