ბურუნდის დედაქალაქი From Wikipedia, the free encyclopedia
გიტეგა (ფრანგ. Gitega; ადრე კიტეგა) — ბურუნდის დედაქალაქი 2019 წლის 16 იანვრიდან, ამავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1658 მეტრზე.[2] 22 989 მცხოვრები (2012); მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
გიტეგა Gitega | |
ქვეყანა | ბურუნდი |
პროვინცია | გიტეგის პროვინცია |
კოორდინატები | 03°25′40″ ს. გ. 29°55′30″ ა. გ. |
დაარსდა | 1912 |
ადრეული სახელები | კიტეგა |
ცენტრის სიმაღლე | 1658 მ |
მოსახლეობა | 22 989 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 230[1] |
ქალაქი დააარსეს გერმანელებმა 1912 წელს და ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი გახდა უსუმბურას მაგივრად. აქვე განთავსდა მვამის (მეფის) რეზიდენციაც. ბელგიური მმართველობის პერიოდში ქალაქი კიტეგა რუანდა-ურუნდის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
1959 წლის 10 ნოემბერს რომის პაპის იოანე XXIII-ის ბულის მიხედვით შეიქმნა გიტეგის არქიეპარქია. 1962 წლიდან დამოუკიდებელი ბურუნდის დედაქალაქი თითქმის 57 წლის განმავლობაში ბუჟუმბურა გახდა, ხოლო გიტეგაში დარჩა მვამის რეზიდენცია 1966 წლამდე, ქვეყანაში მონარქიის ლიკვიდაციამდე. 1990 წლის 5 სექტემბერს ქალაქს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II, აფრიკული ტურის ფარგლებში.[3]
2007 წელს ბურუნდის პრეზიდენტმა პიერ ნკურუნზიზამ განაცხადა, რომ გიტეგა მომავალში ქვეყნის დედაქალაქი გახდებოდა.[4] 2018 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილება. პარლამენტმა იგი 2019 წლის 16 იანვარს დაამტკიცა და გიტეგა ოფიციალურად დედაქალაქი გახდა.[5] ბუჟუმბურას კი მიენიჭა ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქის სტატუსი.[6]
განლაგებულია მდინარე რუვუბუს (მდინარე კაგერის შემდგენელი, ნილოსის აუზი) ზემო წელზე. ზღვის დონიდან 1845 მ.[7]
საავტომობილო კვანძი (ბუჟუმბურა — გიტეგა, გიტეგა — ბუტარე, გიტეგა — მაკამბა). განვითარებულია კვების მრეწველობა (ყავის გაწმენდა და გადამუშავება, ლუდის ხარშვა, უალკოჰოლო სასმელების წარმოება). ქალაქთან ახლოს მდებარეობს ნიკელის მსხვილი საბადო.
ქალაქში არის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1983), კერამიკის ხელოვნების სკოლა, ბურუნდის ეროვნული მუზეუმი (1955).[8] 2014 წელს დაარსდა გიტეგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.[9]
მოსახლეობა წლების მიხედვით:[10]
1990 | 2006 | 2012 |
---|---|---|
20 700 | 23 200 | 22 989 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.