From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული ენა (გერმ. Deutsch [ˈdɔʏtʃ]) — გერმანიის, ავსტრიისა და ლიხტენშტაინის ოფიციალური და შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანული ინგლისურთან, ნიდერლანდურთან და ფრიზიულთან ერთად ინდოევროპული ოჯახის დასავლეთ-გერმანიკული ენების ჯგუფს მიეკუთვნება.[1]
გერმანული ენა deutsche Sprache | |
გავრცელებულია | გერმანია ავსტრია |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: დაახ. 105 მლნ. მეორე ენა: დაახ. 80 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | გერმანია[1] ავსტრია[1] ლიხტენშტაინი[2] შვეიცარია[1] ლუქსემბურგი[3] ბელგია[4] ევროკავშირი[5] |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდო-ევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1:
ISO 639-2
|
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-de}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — გერმანული ენა |
ეტიმოლოგიურად სიტყვა „deutsch“ მომდინარეობს ძველგერმანული სიტყვისგან „თიოდა“ (thioda, thiodisk), რაც „ხალხის კუთვნილს“, „ეროვნულს“, „ხალხის ენაზე მოლაპარაკეს“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან მოდის ასევე ლათინური სიტყვა „theodisce“, რომელსაც იმ ერების აღსანიშნავად იყენებდნენ, რომლებიც ლათინურად არ საუბრობდნენ, კერძოდ, ამ შემთხვევაში გერმანელებისა და ნიდერლანდელების. ნიდერლანდელები იმხანად ჯერ კიდევ არ მოიაზრებდნენ თავიანთ თავს გერმანელებისაგან გამოყოფით ცალკე.
გერმანული ენის ისტორია იწყება VIII—IX სს-ში ძველი ზემოგერმანული (Althochdeutsch) დიალექტების საფუძველზე. XIII—XV სს-ში განაგრძობს განვითარებას საშუალო ზემოგერმანულის (Mittelhochdeutsch) სახელწოდებით, XV ს-დან კი სრულიად ახალი სალიტურატურო გერმანული (Neuhochdeutsch) ენა იწყებს ჩამოყალიბებას.[6] უძველესი წერილობითი ძეგლებია: სანტ-გალენის ლათინურ-გერმანული გლოსარიუმი (VIII ს.), შესრულებული ალემანურ დიალექტზე, ისიდორეს ტრაქტატის თარგმანი რაინის ფრანკულ დიალექტზე (IX ს-ის დასაწყისი).
გერმანიის ტერიტორიაზე შუა საუკუნებში მრავლად იყო პატარ-პატარა ტერიტორიული წარმონაქმნები, რამაც განაპირობა საკმაოდ განსხვავებული დიალექტების წარმოქმნა. დიალექტთა მრავალფეროვნება ხელს უშლიდა საერთო გერმანული ენისა და კულტურის განვითარებას. ამის გამო, მე-13 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა პოეტებმა და მწერლებმა თავის შემოქმედებაში დიალექტური სიტყვების ხმარება აიკრძალეს. სწორედ ეს დრო ითვლება საერთო გერმანული სამწერლობო, ლიტერატურული ენის შექმნის პირველ მცდელობად.
1521 წელს მარტინ ლუთერმა თარგმნა ახალი, ხოლო 1534 წელს ძველი აღთქმა, რითაც მან განვითარების სრულიად საფეხურზე აიყვანა გერმანული ენა.
ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც სალიტერატურო ენა ძირითადად დედაქალაქის დიალექტს ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში. სალიტერატურო ენამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფად ჩაანაცვლა ადგილობრივი დიალექტები, ხოლო სამხრეთ გერმანიაში ჯერ კიდევ უფრო მეტად განსხვავებულ დიალექტებზე საუბრობენ.
გერმანული ანბანი ჩამოყალიბდა ლათინური ანბანის საფუძველზე. ანბანში სულ 26 ასო-ნიშანია, რომელთაგან 6 ხმოვანია, 20 — თანხმოვანი.
А а /ა/ | B b /ბე/ | C c /ცე/ | D d /დე/ | E e /ე/ | F f /ეჶ/ | G g /გე/ | H h /ჰა/ | I i /ი/ | J j /ჲოთ/ | K k /ქა/ | L l /ელ/ | M m /ემ/ | ||||||||||||
N n /ენ/ | O o /ო/ | P p /ფე/ | Q q /ქუ/ | R r /ეღ/ | S s /ეს/ | T t /თე/ | U u /უ/ | V v /ჶაუ/ | W w /ვე/ | X x /იქს/ | Y y /იფსილონ/ | Z z /ცეთ/ |
ხმოვნები: A, a; E, e; I, i; O, o; U; u; Y y.
გარდა ამისა, გერმანულ ენაში არის დამატებითი ნიშნები:
გერმანულ ენაში ბგერა ც-სთვის ორი ასო-ნიშანია: Z და C. თუკი Z, z გამოიყენება გერმანული სიტყვების დასაწერად, იკითხება როგორც „ც“, ხოლო თუ ინგლისური ან ფრანგული სიტყვები წერია ამ ასოთი — როგორც „ზ“. არის შემთხვევები როდესაც ეს ასო გვხვდება იტალიური, პორტუგალიური, ესპანური ენებიდან გადმოტანილ საკუთარ სახელებში. ამ შემთხვევაში ეს ასო შესაბამისი ენის ფონეტიკის მიხედვით წაიკითხება. არსებობს უცხოურ წარმოშობის საკუთარ სახელთა ლექსიკონი, სადაც მითითებულია ამ სახელთა წაკითხვის, წარმოთქმის შესამაბისი წესები.
ასო-ბგერა C დამოუკიდებლად არაგერმანულ, ნასესხებ სიტყვებში, ან უცხოურ საკუთარ სახელებში გვხვდება. გერმანულში მას გამოიყენებენ ასოთა შემდეგ შეთანხმებებში: Ch, ch; Sch, sch; Tsch, tsch; –, chs; –, ck. ამ ორ უკანასკნელს დიდი ვარიანტი არ გააჩნია, რადგან არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ასოთშეთანხმებაზე დაიწყებოდა.
გერმანულ ენას მრავალი დიალექტი აქვს, თუმცა სტანდარტული გერმანულის (ზემოგერმანულის) ფონოლოგია განსხვავებულ დიალექტებზე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა.
ასო V გერმანულ ენაში ორნაირად იკითხება: გერმანული წარმოშობის სიტყვებში იკითხება როგორც „ჶ“. მაგალითად, Vater, vier, viel, voll და ა.შ.; არაგერმანულ, ძირითადად ლათინურიდან შემოსული სიტყვებში იკითხება როგორ „ვ“. მაგალითად, Revolution, Evolution, Verb, Evaluation, Divergenz და ა. შ..
ასო-ბგერა R-ს რეგიონული ვარიაცია ახასისათებს და შეიძლება გამოითქვას როგორც „რ“, ისე „ღ“.
დიფტონგების არტიკულაციისთვის დამახასიათებელი ორი ბგერის ერთგვარი მოსხლეტით წარმოთქმა.
ფრაზები და სიტყვები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.