ბუნიკაური
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუნიკაური — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ჭიათურიდან 10 კილომეტრი, ქუთაისიდან – 77 კმ., თბილისიდან – 189 კმ. სოფელში იღებენ მანგანუმს.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ბუნიკაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარეიმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°19′54″ ჩ. გ. 43°15′20″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
მოსახლეობა | 61[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
სოფელში ძველთაგანვე განვითარებული იყო მეცხოველეობა და მევენახეობა, ითესებოდა ხორბალი და სიმინდი, კარგად იყო განვითარებული მეტალურგიაც და ამაზე სოფლის სახელწოდებაც მიგვანიშნებს.
ბუნიკაურის ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული ფორმები, მათ შორის აღსანიშნავია: შვილობისას მღვიმე, საქაჯკარის მღვიმე, ჭერულის მღვიმე და ბუნიკაურის კარსტული შახტი.