From Wikipedia, the free encyclopedia
ბუადის ტბა (ინგლ. Buada Lagoon) — მცირედ მარილიანი, მტკნარწყლიანი ტბა ნაურუში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, ბუადის რაიონში. ტბის წყლის ზედაპირის ფართობი — დაახლოებით 30 ათასი მ². წყლის დონე ბუადის ტბაში დაახლოებით 5 მეტრით მაღალია წყნარი ოკეანის წყლის დონეზე, ტბის სიღრმე — 5 მეტრამდე. დღეისათვის ტბას ოკეანესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ძველად ის იყო ლაგუნა მარჯნის ატოლის ცენტრში. ტბის გარშემო არსებული ნაყოფიერი მიწა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ბუადის ტბა | |
---|---|
ინგლ. Buada Lagoon | |
კოორდინატები: 0°32′06″ ს. გ. 166°55′20″ ა. გ. | |
მდებარეობა | ნაურუ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4 მ |
სიგრძე | 0,28 კმ |
სიგანე | 0,14 კმ |
ფართობი | 0,03 კმ² |
მარილიანობა | მცირედ მარილიანი ‰ |
აუზის ფართობი | 0,12 კმ² |
ტბა კუნძულზე, სადაც არანაირი მდინარე არ არსებობს, მტკნარი წყლის წყაროა, მაგრამ ის 13 ათასი ადამიანისთვის ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ამიტომ სასმელი წყალი შემოაქვთ ავსტრალიიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.