ბრატისლავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრატისლავა (სლოვაკ. Bratislava) (1919 წლამდე — პრეშპოროკი ან პრეშპორეკი, Prešporok, Prešporek, გერმ. Pressburg, პრესბურგი, უნგრ. Pozsony, პოჟონი) — სლოვაკეთის დედაქალაქი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. ოფიციალურად, მოსახლეობა დაახლოებით 430,000 ადამიანია,[2] თუმცა, სავარაუდოდ, მისი მოსახლეობა ოფიციალური მაჩვენებლის 150%, 660,000-ზე მეტია.[3] არის ევროპის ერთ-ერთი პატარა დედაქალაქი; მიუხედავად ამისა, მაინც ქვეყნის უდიდესი ქალაქია. მდებარეობს სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე დუნაის ორივე და მდინარე მორავას მარცხენა ნაპირზე. ესაზღვრება ავსტრიასა და უნგრეთს; ერთადერთი დედაქალაქია, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს ესაზღვრება.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბრატისლავა Bratislava | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ბრატისლავაბრატისლავა (რეგიონი)|ბრატისლავა | ||||
შიდა დაყოფა | ძველი ბრატისლავა, ნოვე მესტო, Karlova Ves, Ružinov, პეტრჟალკა, დუბრავკა, დევინი, Devínska Nová Ves, Záhorská Bystrica, Lamač, რაჩა, Vajnory, ვრაკუნა, Podunajské Biskupice, Jarovce, Rusovce და Čunovo | ||||
კოორდინატები | 48°08′41″ ჩ. გ. 17°06′46″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მათიუშ ვალო | ||||
დაარსდა | 907 | ||||
პირველი ხსენება | 907 | ||||
ფართობი | 367.6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 475 503 (1 იანვარი, 2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 421-2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8XX XX | ||||
საავტომობილო კოდი | BA | ||||
ოფიციალური საიტი | bratislava.sk | ||||
ქალაქის ისტორიაში დიდი გავლენა იქონია მრავალი ერისა და რელიგიის ხალხმა, მათ შორის: ავსტრიელებმა, ბულგარელებმა, ხორვატებმა, ჩეხებმა, გერმანელებმა, უნგრელებმა, ებრაელებმა, სერბებმა[5] და სლოვაკებმა.[6] 1536-1783 წლებში იყო უნგრეთის სამეფოს დედაქალაქი, საკანონმდებლო ცენტრი და მეფედ (დედოფლად) კურთხევის ადგილი;[7] ქალაქი იყო მრავალი სლოვაკის, უნგრელისა და გერმანელი ისტორიული მოღვაწის სახლი.
ბრატისლავა არის სლოვაკეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. აგრეთვე, არის სლოვაკეთის პრეზიდენტის, პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოს ადგილსამყოფელი. ქალაქში მდებარეობს მრავალი უნივერსიტეტი, მუზეუმი, თეატრი, გალერეა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება.[8] აქვე აქვს შტაბი სლოვაკეთის მრავალ მსხვილ ბისნესისა და ფინანსურ დაწესებულებას.
2017 წელს ბრატისლავა ევროკავშირის მესამე უმდიდრესი რეგიონი იყო მშპ-ით (PPP) ერთ სულ მოსახლეზე (ჰამბურგისა და ლუქსემბურგის ქალაქის შემდეგ). მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ბრატისლავაში დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე სხვა სლოვაკეთის რეგიონებში.[9][10] ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ტურისტი სტუმრობს.[11]