From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსელი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ბურსაჭირის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, დუშეთიდან 53 კილომეტრში. ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას.
სოფელი | |
---|---|
ბოსელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გუდამაყარი |
კოორდინატები | 42°27′56″ ჩ. გ. 44°41′45″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1520 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის ბოლოს, ციხის გორაზე, კაინჩხევისა და ბოსლისწყლის შესართავთან, მდებარეობს შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკის ნაშთი. კოშკი ზურგით ჩრდილოეთისკენ დგას. ნაგებია მსხვილი მასიური ლოდებითა და დუღაბის ხსნარით. სოფლის თავში, შემაღლებულ ტყიან ადგილზე, მთავარანგელოზის სალოცავია, რომელიც შედგება დარბაზისა და საქობისაგან.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.