From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლეტუსი (ლათ. Boletus) — სოკოების გვარი ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მილებიანი სპორული შრე. ნაყოფსხეული ქუდიანია, მასიური. ქუდი ბალიშისებრი ან მომრგვალო ფორმისაა, მშრალი ან გლუვი. ჰიმენოფორი მილებიანი, თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი. ფორები — ყვითელი, წითელი, ან (იშვიათად) თეთრი ფერის. ფეხი ძირში ან შუისკენ გასქელებულია, ზედაპირი ბოჭკოვანი ან ბადიანი, იშვიათად გლუვი. რბილობი თეთრი ან ყვითელი ფერის. გაჭრისას უმრავლესობა ლურჯდება, იშვიათად წითლდება ან ფერს არ იცვლის. სპორების ფხვნილი ყავისფერია სხვადასხვა ელფერით.
ბოლეტუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დათვისსოკო ბოლეტუსის გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Boletus L., 1753, nom. cons. | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
გვარი პირველად განსაზღვრული და აღწერილი იქნა შვედი ბუნებისმეტყველის კარლ ლინეს მიერ 1753 წელს.
XXI საუკუნის დასაწყისში გენეტიკური კვლევების შედეგად, ბოლეტუსი დაანაწილეს რამდენიმე ცალკეულ გვარად, კერძოდ: Aureoboletus, Butyriboletus, Caloboletus, Cyanoboletus, Neoboletus, Rubroboletus, Suillellus, შედეგად გვარში დარჩა 280-მდე სახეობა.[1]
მიკორიზას ქმნის წიწვოვან და ფოთლოვან ხეებთან, გავრცელებულია თითქმის ყველგან, მასიურად იზრდება ზომიერ კლიმატურ სარტყლებში.[2] გვარში ბევრი საჭმელად ვარგისი სახეობა შედის. ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულებით დათვისსოკოს გამოირჩევა.[3] გამოიყენება თითქმის ყველა სახით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.