From Wikipedia, the free encyclopedia
ბნელი რაინდი: აღზევება (ინგლ. The Dark Knight Rises) — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი, რომლის სცენარიც დაწერა ძმა, ჯონათან ნოლანთან, ხოლო ისტორია დევიდ ს. გოიერთან ერთად. ფილმი დაფუძნებულია DC კომიქსების პერსონაჟ ბეტმენზე და არის გაგრძელება ფილმების „ბეტმენი: დასაწყისი“ და „ბნელი რაინდი“. ბნელი რაინდი: აღზევება არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის დასასრული. მასში მონაწილეობენ მსახიობები კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი და მორგან ფრიმენი. ფილმში მოქმედება ხდება ფილმ „ბნელი რაინდის“ მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ. ფილმში არის ორი ბოროტმოქმედი ბეტმენის მითოლოგიიდან, სელინა კაილი (ენ ჰეთეუეი) და ბეინი (ტომ ჰარდი).[3]
„ბნელი რაინდი: აღზევება“ | |
---|---|
რეჟისორი | კრისტოფერ ნოლანი |
პროდიუსერი |
კრისტოფერ ნოლანი ემა თომასი ჩარლზ როვენი |
სცენარის ავტორი |
სცენარი: კრისტოფერ ნოლანი ჯონათან ნოლანი ისტორია: დევიდ გოიერი კრისტოფერ ნოლანი კომიქსი: ბობ კეინი ბილ ფინგერი |
როლებში |
კრისტიან ბეილი მაიკლ კეინი ტომ ჰარდი გერი ოლდმენი ენ ჰეთეუეი მორგან ფრიმენი მარიონ კოტიარი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი |
კომპოზიტორი | ჰანს ციმერი |
ოპერატორი | უოლი პფისტერი |
მონტაჟი | ლი სმითი |
სტუდია |
DC კომიქსები Syncopy Films Legendary Pictures |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | 20 ივლისი, 2012 |
ხანგრძლივობა | 165 წთ. |
ქვეყანა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $250 მილიონი[1] |
შემოსავალი | $1,084,439,099[2] |
წინა | ბნელი რაინდი |
ნოლანი მერყეობდა, დაბრუნებოდა თუ არა ფილმს კიდევ ერთხელ, მაგრამ დათანხმდა მას შემდეგ რაც ძმა, ჯონათან ნოლანთან და დევიდ ს. გოიერთან ერთად დაწერა ისტორია რომელიც იქნებოდა ბეტმენის სერიების დასასრული. ფილმში გამოყენებულია ბეტმენის კომიქსების სერიები რაინდის დაცემა (1993), სადაც შედგა პერსონაჟ ბეინის დებიუტი. „ბნელი რაინდი ბრუნდება“ (1986) სადაც ბეტმენი ბრუნდება გოთემში ათწლიანი პაუზის შემდეგ და „არავის ტერიტორია“ (1999) სადაც გოთემს კრიმინალები დაიპყრობენ.
ფილმის გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, ინდოეთის, ლონდონის, ნოტინგემის, გლაზგოს, ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პიტსბურგის ჩათვლით. ნოლანმა გამოიყენა IMAX კამერები გამოსახულების მაღალი ხარისხისთვის. ვირუსულმა მარკეტინგმა, ბნელი რაინდის შემთხვევის მსგავსად მოახდინა რეკლამირებისთვის ხელისშეწყობა. გადაღებების დასრულების შემდეგ კომპანიამ Warner Bros. აჩვენა ფილმის პირველი ექვსი წუთი. ბნელი რაინდი: აღზევება-ს პრემიერა გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კანადაში 2012 წლის 20 ივლისს[4][5]
ლოს-ანჯელეს თაიმსთან მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე გადაიღებდა თუ არა ბეტმენის მესამე ფილმს, ნოლანმა განაცხადა, რომ შესაბამისი სიუჟეტის გამოჩენის შემთხვევაში ის გადაიღებდა მესამე სურათს, თუმცა თან კითხვა დასვა თუ რამდენი კარგი მესამე სერიის დასახელება იყო შესაძლებელი.[18] 2009 წლის სან-დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონზე დასწრებისას გერი ოლდმენმა დაადასტურა, რომ ნოლანი მესამე სერიას გადაიღებდა და სავარაუდოდ გადაღებები მომავალ წელს დაიწყებოდა.[19]
ნოლანმა თქვა, რომ მესამე სურათში რობინი არ გამოჩნდებოდა.[20] კრისტიან ბეილმაც განაცხადა, რომ ის დატოვებდა ფილმს, იმ შემთხვევაში თუ მასში რობინი გამოჩნდებოდა.[21] ნოლანის თქმით უარყოფით გმირად პინგვინი არ მოგვევლინებოდა, რადგან მისი აზრით ძნელი იქნებოდა ამ პერსონაჟის მორგება რეალური ბეტმენის ვერსიაზე, როგორსაც ის იღებდა.[22] მან ასევე უარყო ფილმში მისტერ ფრიზის გამოჩენა.[23]
ნოლანმა დაადასტურა, რომ პირველი ორი ფილმიდან ძირითადი მსახიობები დაბრუნდებიან მესამე ფილმში საკუთარი გმირების განსასახიერებლად.[7] 2011 წლის 19 იანვარს Warner Bros.-ის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად ენ ჰეთეუეი ასრულებს სელინა კაილის, ტომ ჰარდი კი ბეინის როლს.[24] ჰარდისთან ერთად, ნოლანის წინა სურათის დასაწყისის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ჯუნო ტემპლი შეუერთდნენ მსახიობთა ჯგუფს.[25] მალევე სტუდიამ ოფიციალურად დაასახელა ლევიტის როლი და ასევე გამოაცხადა, რომ ფილმში მარიონ კოტიარიც ითამაშებდა. გორდონ–ლევიტი კომისარ გორდონთან მომუშავე პოლიციელის ჯონ ბლეიკის როლს ასრულებს, ხოლო კოტიარი Wayne Enterprises–ის დირექტორთა საბჭოს წევრს, მირანდა ტეიტს თამაშობს.[26]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.