From Wikipedia, the free encyclopedia
ნოტინგემი (ინგლ. Nottingham) — ქალაქი და უნიტარული ერთეული გაერთიანებულ სამეფოში, მდინარე ტრენტის ნაპირზე, ისტ-მიდლენდსის რეგიონის და ნოტინგემშირის საგრაფოს უდიდესი ქალაქი. მოსახლეობა — 305 700, ხოლო მეტროპოლიის 666 358 ადამიანი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ნოტინგემი Nottingham | |||
| |||
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო | ||
ქვეყანა | ინგლისი | ||
საგრაფო | ნოტინგემშირი | ||
კოორდინატები | 52°57′00″ ჩ. გ. 1°08′00″ დ. გ. | ||
დაარსდა | 600 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1897 | ||
ფართობი | 74.61 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 61 მ | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||
მოსახლეობა | 305 700 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 10,610 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 666 358 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 0115 | ||
საფოსტო ინდექსი | NG | ||
ოფიციალური საიტი | nottinghamcity.gov.uk | ||
ნოტინგემი დაახლოებით VII საუკუნეში ჩამოყალიბდა დასახლებად მერსიის სამეფოში და კელტურ ენაზე Tigguo Cobauc (გამოქვაბულების ადგილი) ეწოდებოდა. მას შემდეგ, რაც ქალაქი საქსების მმართველობაში გადავიდა Snotingaham (სნოტის ხალხის საცხოვრებელი) ეწოდა, საიდანაც ქალაქის დღევანდელი სახელწოდება ჩამოყალიბდა.
867 წელს ნოტინგემი დაიპყრეს დანიელმა ვიკინგებმა და ქალაქი დანელაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა.
ნოტინგემთან არის დაკავშირებული რობინ ჰუდის ლეგენდა, ქალაქში მითური ყაჩაღის ქანდაკებაც დგას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.