რობინ ჰუდი (ინგლ. Robin Hood) — ინგლისური ხალხური ბალადების გმირი, მისი სახელი პირველად გვხვდება უილიამ ლენგლენდის პოემაში „პეტრე მხვნელის ხილვა“ (დაახლოებით 1377). შემდეგ ე. უინტოუნის „შოტლანდიის ჭეშმარიტ ქრონიკებში“ (დაახლოებით 1420). ბალადების პირველი კრებული რობინ ჰუდის შესახებ „რობინ ჰუდის მცირე სიმღერები“ გამოქვეყნდა 1495 წელს; ცნობილია დაახლოებით 36 ორიგინალური ბალადა. მისი სახე განსაკუთრებით პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაში. გვხვდება შექსპირის, ბ. ჯომსონის, აგრეთვე უ. სკოტის და სხვათა ნაწარმოებებში. ქართულად რობინ ჰუდის ბალადები 1957 წელს გამოქვეყნდა (გ. გაჩეჩილაძის თარგმანი).

Thumb
რობინ ჰუდის ძეგლი ნოტინგემში.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 418, თბ., 1984

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.