![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/e/e6/Dark_knight_rises.jpg/640px-Dark_knight_rises.jpg&w=640&q=50)
ბნელი რაინდი: აღზევება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბნელი რაინდი: აღზევება (ინგლ. The Dark Knight Rises) — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმი, რომლის სცენარიც დაწერა ძმა, ჯონათან ნოლანთან, ხოლო ისტორია დევიდ ს. გოიერთან ერთად. ფილმი დაფუძვნებულია DC კომიქსების პერსონაჟ ბეტმენზე და არის გაგრძელება ფილმების „ბეტმენი: დასაწყისი“ და „ბნელი რაინდი“. ბნელი რაინდი: აღზევება არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის დასასრული. მასში მონაწილეობენ მსახიობები კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი და მორგან ფრიმენი. ფილმში მოქმედება ხდება ფილმ „ბნელი რაინდის“ მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ. ფილმში არის ორი ბოროტმოქმედი ბეტმენის მითოლოგიიდან, სელინა კაილი (ენ ჰეთეუეი) და ბეინი (ტომ ჰარდი).[3]
„ბნელი რაინდი: აღზევება“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | კრისტოფერ ნოლანი |
პროდიუსერი |
კრისტოფერ ნოლანი ემა თომასი ჩარლზ როვენი |
სცენარის ავტორი |
სცენარი: კრისტოფერ ნოლანი ჯონათან ნოლანი ისტორია: დევიდ გოიერი კრისტოფერ ნოლანი კომიქსი: ბობ კეინი ბილ ფინგერი |
როლებში |
კრისტიან ბეილი მაიკლ კეინი ტომ ჰარდი გერი ოლდმენი ენ ჰეთეუეი მორგან ფრიმენი მარიონ კოტიარი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი |
კომპოზიტორი | ჰანს ციმერი |
ოპერატორი | უოლი პფისტერი |
მონტაჟი | ლი სმითი |
სტუდია |
DC კომიქსები Syncopy Films Legendary Pictures |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | 20 ივლისი, 2012 (2012-07-20) |
ხანგრძლივობა | 165 წთ. |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $250 მილიონი[1] |
შემოსავალი | $1,084,439,099[2] |
წინა | ბნელი რაინდი |
ნოლანი მერყეობდა, დაბრუნებოდა თუ არა ფილმს კიდევ ერთხელ, მაგრამ დათანხმდა მას შემდეგ რაც ძმა, ჯონათან ნოლანთან და დევიდ ს. გოიერთან ერთად დაწერა ისტორია რომელიც იქნებოდა ბეტმენის სერიების დასასრული. ფილმში გამოყენებულია ბეტმენის კომიქსების სერიები რაინდის დაცემა (1993), სადაც შედგა პერსონაჟ ბეინის დებიუტი. „ბნელი რაინდი ბრუნდება“ (1986) სადაც ბეტმენი ბრუნდება გოთემში ათწლიანი პაუზის შემდეგ და „არავის ტერიტორია“ (1999) სადაც გოთემს კრიმინალები დაიპყრობენ.
ფილმის გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა ადგილებში, ინდოეთის, ლონდონის, ნოტინგემის, გლაზგოს, ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის, ნიუ ჯერსის და პიტსბურგის ჩათვლით. ნოლანმა გამოიყენა IMAX კამერები გამოსახულების მაღალი ხარისხისთვის. ვირუსულმა მარკეტინგმა, ბნელი რაინდის შემთხვევის მსგავსად მოახდინა რეკლამირებისთვის ხელისშეწყობა. გადაღებების დასრულების შემდეგ კომპანიამ Warner Bros. აჩვენა ფილმის პირველი ექვსი წუთი. ბნელი რაინდი: აღზევება-ს პრემიერა გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კანადაში 2012 წლის 20 ივლისს[4][5]