ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ჯეკი კუგანი,[4] ედნა პერვიენსი და სხვები. ეს იყო ჩაპლინის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.[5]. ჩაპლინი ასრულებს როლს მაწანწალისა, რომელიც იშვილებს ბიჭუნას.

სწრაფი ფაქტები „ბიჭუნა“, რეჟისორი ...
„ბიჭუნა“
Thumb
რეჟისორი ჩარლზ ჩაპლინი
პროდიუსერი ჩარლზ ჩაპლინი
სცენარისტი ჩარლზ ჩაპლინი
როლებში
კომპოზიტორი ჩარლზ ჩაპლინი
ოპერატორი როლი ტოტეოჰი
მონტაჟი ჩარლზ ჩაპლინი
სტუდია Charles Chaplin Productions
დისტრიბუტორი First National
ხანგრძლივობა
  • 68 წუთი[1](ორიგინალი)
  • 53 წუთი[2] (1971 ხელახალი გამოცემა)
ქვეყანა აშშ
ენა მუნჯი ფილმი
ბიუჯეტი 250 ათასი აშშ დოლარი
შემოსავალი 5,450,000 აშშ დოლარი[3]
დახურვა

ფილმს დიდი წარმატება ჰხვდა წილად და იქცა 1921 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2011 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმს კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა და დაიცვა ფილმების ეროვნული რეესტრში. ინოვაციური კომედიური და დრამატული ელემენტების წყალობით,[6] ფილმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუნჯ ფილმად.[7]

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია FilmNation Entertainment აპირებს „ბიჭუნას“ ანიმაციური რიმეიკის გადაღებას.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.