ბიჭუნა (1921 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ჯეკი კუგანი,[4] ედნა პერვიენსი და სხვები. ეს იყო ჩაპლინის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.[5]. ჩაპლინი ასრულებს როლს მაწანწალისა, რომელიც იშვილებს ბიჭუნას.
„ბიჭუნა“ | |
---|---|
რეჟისორი | ჩარლზ ჩაპლინი |
პროდიუსერი | ჩარლზ ჩაპლინი |
სცენარისტი | ჩარლზ ჩაპლინი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ჩარლზ ჩაპლინი |
ოპერატორი | როლი ტოტეოჰი |
მონტაჟი | ჩარლზ ჩაპლინი |
სტუდია | Charles Chaplin Productions |
დისტრიბუტორი | First National |
ხანგრძლივობა | |
ქვეყანა | აშშ |
ენა | მუნჯი ფილმი |
ბიუჯეტი | 250 ათასი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 5,450,000 აშშ დოლარი[3] |
ფილმს დიდი წარმატება ჰხვდა წილად და იქცა 1921 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2011 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმს კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა და დაიცვა ფილმების ეროვნული რეესტრში. ინოვაციური კომედიური და დრამატული ელემენტების წყალობით,[6] ფილმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუნჯ ფილმად.[7]
2017 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია FilmNation Entertainment აპირებს „ბიჭუნას“ ანიმაციური რიმეიკის გადაღებას.