From Wikipedia, the free encyclopedia
ბიდგოშჩი (პოლ. Bydgoszcz, გერმ. Bromberg, ლათ. Bydgostia) — ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, ის გაშენებულია მდინარეების ბრდას და ვისლას ნაპირებზე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა 2009 წლის ივნისის აღწერის შემდეგ შეადგენს 358 029 ადამიანს, აგლომერაციაში კი ცხოვრობს 460 000 ადამიანი, მოსახლეობით ბიდგოშჩის მე-8 ადგილი უკავია პოლონეთში. ეს ქალაქი შედის კუიავო-პომერანიის სავოევოდოში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბიდგოშჩი პოლ. Bydgoszcz გერმ. Bromberg ლათ. Bydgostia | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
სავოევოდო | კუიავო-პომერანი | ||||
კოორდინატები | 53°07′00″ ჩ. გ. 18°00′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | კონსტანტი დომბროვიცი | ||||
დაარსდა | 1238 | ||||
ფართობი | 174,57 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||||
მოსახლეობა | 358 029 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 2050,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +48 91 | ||||
საფოსტო ინდექსი | 85-001 | ||||
საავტომობილო კოდი | CB | ||||
ოფიციალური საიტი | bydgoszcz.eu | ||||
ბიდგოშჩი ჯერ კიდევ 1238 წელს დაარსდა ანრი II-ის მმართველობის პერიოდში, ეს დასახლებული პუნქტი ქალაქად იწოდება უკვე 1346 წლიდან. ერთიანი პოლონეთის დაშლის შემდეგ ბიდგოშჩი ექცევა ვარშავის საჰერცოგოს შემადგენლობაში. გერმანიის იმპერიის გაძლიერების შემდეგ უკვე, იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბიდგოშჩი შევიდა დასავლეთ პრუსიის ტერიტორიაზე. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტერიტორია დამოუკიდებელ პოლონეთს უბრუნდება, უკვე მეორე მსოფლიო ომში ბიდგოშჩი კვლავ იქნა ოკუპირებული გერმანელების მიერ. აქ მცხოვრები ებრაული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1945 წელს ბიდგოშჩი გათავისუფლებული იქნა საბჭოთა არმიის მეშვეობით, იალტის კონფერენციის შემდეგ ბიდგოშჩი კვლავ აღმოჩნდა პოლონეთის შემადგენლობაში.
ქალაქში კუტურული ცხოვრება საკმაოდაა განვითარებული, აქ მრავალი ისტორიული შენობა თუ ეკლესია მდებარეობს. აქ არის კაზმირ დიდის უნივერსიტეტი, ოპერის შენოდა და მრავალი მუზეუმი, ხოლო ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ბიდგოშჩის აეროპორტი, აქედან ხორციელდება როგორც ქვეყნის შიდა ასევე ქვეყნის გარე რეისები.
ბიდგოშჩის დაძმობილებული ქალაქები:
|
|
ბიდგოშჩი ყოველთვის იჩენს მეგობრულ დამოკიდებულებას ამ ქალაქებთან:
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.