From Wikipedia, the free encyclopedia
ბენიტო პერეს გალდოსი (ესპ. Benito Pérez Galdós; დ. 10 მაისი, 1843, ლა-ს-პალმასი — გ. 4 იანვარი, 1920, მადრიდი) — ესპანელი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სამეფო აკადემიის წევრი 1897 წლიდან. ეკუთვნის 77 რომანი, 25 დრამა და კომედია, მრავალი მოთხრობა, პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომი. პირველი რომანები „ოქროს შადრევანი“ (1870) და „გულადი“ (1871) თავისუფალი ესკიზები იყო სერიისათვის, რომელიც შეიცავს 46 რომანს (1873–1912) და გადმოგვცემს ესპანეთის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს. პერეს გალდოსს ეკუთვნის აგრეთვე „თანამედროვე ესპანური რომანების“ ციკლი (25-მდე რომანი, 1881–1915); მან სათავე დაუდო ესპანეთის სოციალურ-რეალისტურ დრამას.
ბენიტო პერეს გალდოსი | |
---|---|
ესპ. Benito Pérez Galdós | |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1843[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ლას-პალმასი[1] [9] |
გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 1920[10] [2] [3] [5] [6] [11] [7] [12] [8] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | calle de Hilarión Eslava[13] |
დასაფლავებულია | ალმუდენის სასაფლაო[4] |
საქმიანობა | მწერალი[8] [14] , დრამატურგი, პოლიტიკოსი, რომანისტი, ჟურნალისტი და პოეტი |
მოქალაქეობა | ესპანეთი[15] |
ჟანრი | დრამატურგია და თეატრი |
ჯილდოები | Dearest Son of Gran Canaria და ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი |
მეუღლე | |
პარტნიორ(ებ)ი | Angelina Zampanelli, Emilia Pardo Bazán[16] და Lorenza Cobián |
ხელმოწერა | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.