From Wikipedia, the free encyclopedia
ბელგიის მონარქი — ბელგიის უმაღლესი აღმასრულებელი პირი. მას ეკუთვნის, აგრეთვე, ქვეყნის ფედერალური საკანონმდებლო ხელისუფლება ბელგიის ორპალატიან პარლამენტთან ერთად.
მისი ოფიციალური ტიტულია „ბელგიელთა მეფე“ (ნიდერლ. Koning der Belgen, ფრანგ. Roi des Belges), რაც აძლიერებს „სახალხო მეფის“ კონცეფციას (საფრანგეთის მეფის ლუი-ფილიპე I–ის ტიტულის ანალოგიურად («roi des Français»)).
1830 წლის ბელგიის რევოლუციის შემდეგ, მანამდე ნიდერლანდების შემადგენლობაში მყოფმა ბელგიამ მიიღო დამოუკიდებლობა. 1830 წლის 25 ნოემბერს ბელგიის დროებითმა ხელისუფლებამ მოამზადა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუციის შავი ვარიანტი და განსახილველად გადასცა ნაციონალურ კონგრესს — დროებით საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ახალი კონსტიტუციის მისაღებად. კონგრესმა განხილვის შემდგომ 1831 წლის 7 თებერვალს მიიღო დროებითი ხელისუფლების პროექტი.
უკვე 1831 წლის 26 ივლისს კონსტიტუცია შევიდა ძალაში, რომლის თანახმად, ბელგიაში გამოცხადდა კონსტიტუციური მონარქია.
კონსტიტუციის 33 მუხლის თანახმად, სამეფო ტახტზე მოწვეული იქნა ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიიდან.
კონსტიტუციის 85 მუხლის თანახმად, ბელგიის სამეფო ტახტი მემკვიდრეობითი უფლებით ეკუთვნით ლეოპოლდ საქსენ-კობურგ-გოთის დინასტიის პირდაპირ მემკვიდრეებს. პირდაპირი მემკვიდრის არარსებობის შემთხვევაში, მეფეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად დანიშნოს თავისი მემკვიდრე.
კონსტიტუციის 87 მუხლის თანახმად, მონარქს უფლება არ აქვს, პარლამენტის ორივე პალატის თანხმობის გარეშე გახდეს სხვა სახელმწიფოს მეთაური. ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ, როცა 1885 წელს მეფე ლეოპოლდ II გახდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს მონარქი.
სახელი | ფოტო | გამეფების თარიღი | მეფობის დასასრული | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
ლეოპოლდ I (ბელგია) | 4 ივნისი 1831 წელი | 10 დეკემბერი 1865 წელი | არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის მიერ. | |
ლეოპოლდ II (ბელგია) | 10 დეკემბერი 1865 წელი | 17 დეკემბერი 1909 წელი | ლეოპოლდ I-ის ვაჟი | |
ალბერტ I (ბელგია) | 23 დეკემბერი 1909 წელი | 17 თებერვალი 1934 წელი | ლეოპოლდ II-ის ძმისწული | |
ლეოპოლდ III (ბელგია) | 17 თებერვალი 1934 წელი | 16 ივლისი 1951 წელი | ალბერტ I-ის ვაჟი. 20 სექტემბერი 1944 წელი — 20 ივლისი 1950 წელი ქვეყანას მართავდა რეგენტი, მეფის ძმა პრინცი შარლი. ტახტიდან გადადგა. | |
ბოდუენი (ბელგია) | 17 ივლისი 1951 წელი | 31 ივლისი 1993 წელი | ლეოპოლდ III-ის ვაჟი | |
ალბერტ II (ბელგია) | 9 აგვისტო 1993 წელი | 21 ივლისი 2013 წელი | ლეოპოლდ III-ის ვაჟი. ტახტიდან გადადგა. | |
ფილიპე (ბელგია) | 21 ივლისი 2013 წელი | დღემდე | ალბერტ II-ის ვაჟი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.