From Wikipedia, the free encyclopedia
ბაქოს შუშის დარბაზი აზერ. Bakı Kristal Zalı — დახურული არენა ბაქოში, აზერბაიჯანში. მდებარეობს ბაქოს სანაპიროზე, სახელმწიფო დროშის მოედანთან. ბაქოს შუშის დარბაზის მშენებლობა 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და 2012 წლის აპრილში დასრულდა. ბაქოს შუშის დარბაზმა უმასპინძლა 202 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.
ბაქოს შუშის დარბაზი სპეციალურად 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ჩასატარებლად აიგო.[1][2] 2011 წლის 2 აგვისტოს კომპანიასთან - Alpine Bau Deutschland AG - მთავარ შეთანხმებას მოეწერა ხელი და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩატარდა.[3] [4]მართალია, კონტრაქტში მშენებლობის ზუსტი ღირებულება არ იყო მითითებული, თუმცა მთავრობამ 6 მილიონი აზერბაიჯანული მანათი გამოყო.[5] 2011 წლის 5 სექტემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ შუშის დარბაზი 25 000 მაყურებელს დაიტევდა. არენა მოიცავს VIP ლოჟებსაც.[6][6]
ორგანიზაციის - Human Rights Watch - თქმით, აზერბაიჯანის მთავრობამ შუშის სასახლის ასაშენებლად მომავალი არენის ადგილიდან კანონის დარღვევით ათეულობით ოჯახი გადაასახლა. ბევრი ოჯახი ღამით, გაფრთხილების გარეშე, ძალის გამოყენებით გაასახლეს და კომპენსაცია არ მიუღიათ.[7]
არენის დასრულების თარიღად 2012 წლის 31 მარტი იყო ჩაფიქრებული,[8] თუმცა ამინდის მდგომარეობის გამო პროექტის დასრულების თარიღმა 3 კვირით გადაიწია. 2012 წლის 16 აპრილს გამოაცხადეს, რომ შენობა მზად იყო.[9][10] ბაქოს შუშის სასახლე 2012 წლის 7 მაისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გახსნეს.[11]
კომპლექსს საერთო ჯამში 20 958 მ² ფართობის ტერიტორია უკავია, ხოლო არენის ფართობი 10 964 მ²-ია. არენის სიმაღლე შუაში 24 მეტრია. არენა განათებულაი 12 000 მანათობელი დიოდით. არენის ირგვლივდერეფანი ორ სიმეტრიულ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე მხარეს 15 გასასვლელია. ყოველ სექტორს 2 სატრანსპორტო შესასვლელი აქვს (1 ყოველ მხარეს), 10 არენაზე შესასვლელი (5 თითო მხარეს) და 16 ტრიბუნაზე ასასვლელი (8 თითო მხარეს). დერეფნის გასწვრივ 10 სასმელი პუნქტია, 18 საკვები პუნქტი, 2 პირველადი დახმარების პუნქტი, 36 ტუალეტი (6 მამაკაცთათვის, 6 ქალებისთვის, 6 სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის თითო მხარეს). დარბაზში 12 000 დასაჯდომი ადგილია, თუმცა ჯამში 27 000 მაყურებელს იტევს.[12]
27,000 (with standing room)[12]
ბაქოს შუშის დარბაზში პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი 2012 წლის 22-26 მაისს ჩატარებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსი იყო.[2] მოგვიანებით, იმავე წელს, ჯენიფერ ლოპესის, შაკირასა და რიანას კონცერტები გაიმართა.[13] 2017 წლის 22 სექტემბერს დარბაზში ადგილობრივმა მომღერალმა, აიღუნ ქაზიმოვამ გამართა კონცერტი.[14] 2018 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადდმი მიძღვნილი იუბილეც ბაქოს შუშის დარბაზში გაიმართა.[15]
ბაქოს შუშის დარბაზში გაიმართა 2015 წლის ევროპული თამაშების შეჯიბრებები ფრნებურთში, კრივში, კარატეში, ტაიკვანდოსა და ფარიკაობის სახეობებში.[16] 2016 წლის 1-14 სექტემბერს ბაქოს შუშის დარბაზმა 2016 წლის საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.