ბარბარა მიკულსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარბარა ან მიკულსკი (დ. 20 ივლისი, 1936) — ამერიკელი პოლიტიკოსი და სოციალური მუშაკი, იყო ამერიკი შეერთებული შტატების სენატორი მერილენდის შტატიდან 1987 — 2017 წლებში, ასევე მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 1977 — 1987 წლებში, დემოკრატიული პარტიის წევრი. მიკულსკი ყველაზე დიდ ხანს მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქალებს შორის[1][2] და ის ასევე ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატორი მერილენდის შტატის ისტორიაში.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ბარაბარა ან მიკულსკი | |
აშშ-ის სენატორი მერილენდიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1987 – 3 იანვარი, 2017 | |
ვიცე-პრეზიდენტი | |
პრეზიდენტი | |
წინამორბედი | ჩარლზ მათიასი |
მემკვიდრე | კრის ვან ჰოლენი |
დაბადებული | 20 ივლისი, 1936 (1936-07-20) (87 წლის) ბალტიმორი, მერილენდი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ეროვნება | ამერიკელი, პოლონელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული |
განათლება |
|
პროფესია | სოციალური მუშაკი |
საქმიანობა |
|
ხელმოწერა |
გაიზარდა აღმოსავლეთ ბალტიმორის სამეზობლოში, დადიოდა წმინდა აგნესის მთის კოლეჯში და მერილენდის უნივერსიტეტის სოციალურ მუშაკთა სკოლაში.[3][4] თავდაპირველად სოციალური მუშაკი, 1971 წელს აირჩიეს ბალტიმორის ქალაქის საბჭოში. 1977 წელს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო 1987 წელს გახდა მერილენდის ისტორიაში პირველი ქალი სენატორი.[5]
2012 წლის დეკემბრიდან, სენატორი დანიელ ინოუეს გარდაცვალებიდან 2015 წლამდე მიკულსკი იყო აშშ-ის სენატის დანახარჯების კომიტეტის თავმჯდომარე. ის იყო პირველი ქალი და პირველი მერილენდერი რომელსაც ეს პოზიცია ეკავა.[6][7] ის ასევე იყო ჯანდაცვის, განათლების, შრომის და პენსიების კომიტეტების წევრი და სენატის მიერ შერჩეული დაზვერვის კომიტეტის წევრი.
სენატში მეხუთე საარჩევნო ვადით არჩევის შემდეგ,[8] 2015 წელის 2 მარტს ბარბარა მიკულსკიმ დაანონსა რომ ის გადადგებოდა 114-ე კონგრესის დასრულებისას 2017 წელს.[9] 2017 წლის იანვარს მიკულსკი შეუერთდა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტს როგორც პროფესორი საჯარო პოლიტიკის დარგში და როგორც მრჩეველი უნივერსიტეტის პრეზიდენტისათვის.[10]