![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/36/Bangweulu_Swamps.jpg/640px-Bangweulu_Swamps.jpg&w=640&q=50)
ბანგვეულუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგვეულუ (ინგლ. Lake Bangweulu) — დიდი წყალმეჩხერი ტბა ზამბიაში, უფრო ზუსტად, წყლის სისტემა, რომელიც აერთიანებს ბანგვეულუს ტბას, ბანგვეულუს ჭაობს და პლატოს ან ბანგვეულუს ჭალას[1]. წყლის სისტემა მდებარეობს მდინარე კონგოს ზედა დინებაში, ზღვის დონიდან 1140 მეტრ სიმაღლეზე.
ბანგვეულუ | |
---|---|
ინგლ. Lake Bangweulu | |
![]() | |
კოორდინატები: 11°05′00″ ს. გ. 29°45′00″ ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1140 მ |
სიგრძე | 75 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 15 100 კმ² |
მოცულობა | 5 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
გამომდინარე მდინარე | ლუაპულა |
ტბის როლი საკმაოდ დიდია ზამბიის ჩრდილოეთი პროვინციების ეკონომიკაში და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში.
ბანგვეულუს ტბას აქვს 75 კმ სიგრძე და 40 კმ-მდე სიგანე, ტბის მუდმივი ღია წყლის ზედაპირი დაახლოებით 3000 კმ²-ია, მაგრამ ფართობი ბევრჯერ იზრდება სანაპირე ჭაობების და მაისში წვიმების სეზონის ბოლოს ტბისპირა ვაკე ადგილების დატბორვის დროს. ტბის და ჭაობის საერთო ფართობი აღწევს 15 000 კმ²-ს. ტბის საშუალო სიღრმე სულ 4 მეტრია[2][3].
ბანგვეულუს სისტემა იკვებება დაახლოებით 17 მდინარის ხარჯზე, რომელთაგან ჩამბეში ყველაზე დიდია. ტბიდან გამოედინება მდინარე ლუაპულა.