From Wikipedia, the free encyclopedia
ბადრი ბიწაძე (დ. 27 აპრილი, 1960) — შსს-ს საქართველოს სასაზღვო პოლიციის უფროსი 2006-2008 წლებში. 2003-2004 და 2007-2008 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე. მიღებული აქვს III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენი. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1982-1986 წლებში იყო დიდუბის რაიონის გამომძიებელი. 1987-1990 წლებში მოსკოვის მართლწესრიგისა და კანონიერების ინსტიტუტის ასპირანტი. სხვადასხვა დროს იკავებდა კრწანისის და ნაძალადევის რაიონების პროკურორის, გენერალური პროკურორის მოადგილის, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობებს. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.