ქედი საქართველოში, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში From Wikipedia, the free encyclopedia
აწუნთის ქედი, აწუნტის ქედი — ქედი საქართველოში, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.[1] მდინარეების ანდაქისა და ანდის ყოისუს (პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის) წყალგამყოფი მერიდიანული ქედი. აერთებს ბორბალოს მთას (კავკასიონის მთავარ ქედზე) ტებულოს მასივთან (პირიქითა ქედზე). აგებულია ძირითადად იურული თიხაფიქლებით. ქედზეა აწუნთის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 3431 მ), მწვერვალი ამუგო (3840 მ), პირჩისტაგორი (3783 მ) და სხვა. არის თანამედროვე მყინვარები (ჩრდილოეთ ნაწილში) და ძველი გამყინვარების ნიშნები. ნივალური, ალპური და სუბალპური სიმაღლებრივი ლანდშაფტური სარტყლები.[2]
აწუნთის ქედი | |
---|---|
მთა აწუნთა | |
კოორდინატები: 42°28′24″ ჩ. გ. 45°16′27″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ამუგო |
სიმაღლე | 3840 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.