From Wikipedia, the free encyclopedia
აქელოოსი (ბერძნ. Αχελώος) — მდინარე დასავლეთ საბერძნეთში. გაედინება საბერძნეთის ოთხი პერიფერიის გასწვრივ : თესალია, ეპირი, ცენტრალური საბერძნეთი და დასავლეთ საბერძნეთი. სათავე აქვს პინდის მთებში, მთა ლაკმოსის კალთებზე, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე.
აქელოოსი | |
---|---|
მდინარე აქელოოსი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
სათავე |
პინდის მთები 39°40′36″ ჩ. გ. 21°09′56″ ა. გ. |
შესართავი |
იონიის ზღვა 38°20′06″ ჩ. გ. 21°06′15″ ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
სიგრძე | 217 კმ |
აუზის ფართობი | 6 329 ათ. კმ² |
აქელოოსის აუზი | |
— სათავე, — შესართავი | |
აქელოოსი ვიკისაწყობში |
სიგრძე 217 კმ, აუზის ფართობი 6 329 კმ². ამრიგად წარმოადგენს საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს მდინარეს. ზემო წელში იერთებს მდინარე ასპროპოტამოსს (თეთრი მდინარე), შემდეგ ქმნის ბუნებრივ საზღვარს საბერძნეთის ნომებს შორის. შუა დინებაში იერთებს მდინარე აგრაფიოტისს, მეგდოვას.
პინაიტოლიკოს მთებში აშენებულია კაშხალი, სადაც შეიქმნა წყალსაცავი, რომელიც გაფართოვდა 10-15 კმ-მდე. მდინარეზე აშენებულია 2 კილომეტრიანი სიგრძის ხიდი.
შესართავში მდინარე აქელოოსი იყოფა რამდენიმე ტოტად, რომლებიც თავის მხრივ, შეერთვიან აიტოლიკოსა და მესოლონგიონის ლაგუნებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.