![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5a/Northwest_Caucasian_languages_map.png/640px-Northwest_Caucasian_languages_map.png&w=640&q=50)
აფხაზური ენა
კავკასიის ენა ნალაპარაკები აფხაზებისგან / From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზური ენა[1][2] (აფხ. Аԥсуа бызшәа [аpʰswa bəzʃʷa] — „აფსუა ბჷზშჿა“, ან მოკლედ აფხ. Аԥсшәа [аpʰsʃʷa] — „აფსშჿა“) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის აფხაზურ-აბაზური ქვეჯგუფის ენა. აფხაზური ენის დღე — 27 ოქტომბერი.
აფხაზური ენა Аԥсуа бызшәа, Аԥсшәа | |
გავრცელებულია | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 125.000 კაცი |
ოფიციალური სტატუსი | დე იურე ![]() დე ფაქტო ![]() |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | იბერიულ-კავკასიური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა, აფხაზური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ab ISO 639-2: abk ISO 639-3: abk |
რუკა | |
![]() აფხაზური ენის გავრცელების არეალი აფხაზური ენის გავრცელების არეალი
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ab}} |
|
აფხაზურ ენაზე ლაპარაკობენ საქართველოსა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) და თურქეთში. საქართველოში ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი შეადგენს დაახლ. 101.000 კაცს. თურქეთში აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა ზუსტი რიცხვის დადგენა თურქეთის რესპუბლიკაში არსებული არასაკმარისი დოკუმენტირებისა და ნაკლებად სანდო სახალხო აღწერის გამო ძნელია.
აფხაზურენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ოფიციალური და არაოფიციალური რიცხვობრივი მონაცემები მეტად საეჭვოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ; ეს რიცხვი მერყეობს 4000-დან 39 000 კაცამდე.
აფხაზური ენის კუნძულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გადმოღმა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტსა, ასევე სირიაში არსებული რამდენიმე აფხაზურენოვანი დასახლებული პუნქტი.
აფხაზური ენა იუნესკო-ს გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია შეტანილი.[3]