აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (ფრანგ. Confédération Africaine de Football; ინგლ. Confederation of African Football) — საფეხბურთო ორგანიზაცია აფრიკაში. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება აფრიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს შორის.
აფკ CAF | |
---|---|
შეიქმნა | თებერვალი, 1957 |
ტიპი | international sport governing body, association football federation და არაკომერციული ორგანიზაცია |
წევრები | 56 ქვეყნის ნაკრები |
ენა |
ინგლისური ფრანგული არაბული |
ქვეყანა | ეგვიპტე |
თავმჯდომარე | Patrice Motsepe[1] |
კავშირები | ფიფა |
cafonline.com |
ორგანიზაცია დაარსდა 1957 წელს. 1970 წელს მისმა წევრებმა პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება. კონფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ეგვიპტის 6 ოქტომბრის სახელობის ქალაქში.
კონფედერაციის წევრებს არასდროს მოუგიათ მსოფლიო ჩემპიონატი. ტუნისი გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მოიგო, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.[2]
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ინგლისური) (ფრანგული) (არაბული ენა)
- აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია Soccerlens-ზე
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.