აფლაის ირიგაციული სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
აფლაის ირიგაციული სისტემა — საირიგაციო სისტემა ომანის ტერიტორიაზე, რომლის ასაკიც სამი ათასი წელია, მიუხედავად ამისა, იგი დღემდე ექსპლუატაციაშია. დღეს შემორჩენილი სისტემის ძირითადი ნაწილი ახ. წ. 500 წლით თარიღდება. 2006 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სწრაფი ფაქტები აფლაის ირიგაციული სისტემა*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
აფლაის ირიგაციული სისტემა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ომანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | v |
სია | |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 22°59′56″ ჩ. გ. 57°32′09″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1207 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
აღნიშნული სისტემა ეფექტურად ამარაგებდა წყლით ყველა მოსახლეს, მიდიოდა თითოეულ სახლამდე და სასოფლო-სამეურნეო მიწებამდე.
კომპლექსი შეიცავს საყარაულო კოშკებს, რომლებიც სისტემის დაცვის მიზნით იყო აშენებული.