From Wikipedia, the free encyclopedia
არკინარეთი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
მდებარეობს მდინარე არკინარეთის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1180 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი, გორიდან — 35 კილომეტრი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით სოფელს ადრე აკანათური ერქვა და ისროლისხევში შედიოდა. X საუკუნეში ისროლისხევთან ერთად ცხრაძმისხევის, XIII-XIV სს-დან კი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაშია. სოფლის მოსახლეობა ძველი დროიდან ქართული იყო. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება ოსური მოსახლეობაც. 1865 წელს სოფელს არკინარეთი ეწოდებოდა და ქსნის უბნის ლეკოიანის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2007 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Æрчъынарет).
1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 89 მცხოვრები.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: არკინარეთის ყველაწმინდის ეკლესია, არკინარეთის ეკლესია, არკინარეთის წმინდა გიორგის ეკლესია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.