From Wikipedia, the free encyclopedia
არბერის სამთავრო ან ალბანონი (ალბანური: Arbër ან Arbëria, გეგური ალბანური: Arbn ან Arbnia,[2] ბერძ. Ἄρβανον) — შუა საუკუნეებში წარმოქმნილი პირველი ალბანური სახელმწიფო. სათავადო დაახლოებით 1190 წელს, კრუიას რეგიონში არხონმა (მაღალსაჩინო პირი ბიზანტიაში) პროგონმა დააარსა. პროგონი შემდგომში მისმა შვილებმა გიინმა (1198–1208) და დიმიტრმა (1208–1216) შეცვალეს. პროგონების ოჯახის ბოლო მამაკაცი წარმომადგენლის დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიინის ქალიშვილის მეუღლე ბერძენი თავადი გრეგორი კამონასი (დაახ. 1216–1253). გრეგორის შემდგომი და სამთავროს ბოლო თავადი იყო მისი სიძე ალბანელი თავადი გოლემი (დაახ. 1252–1254). სათავადო 1255 წელს გაუქმდა.
არბერის სამთავრო Principata e Arbërit ავტონომიური სამთავრო 1204 წლამდე ბიზანტიის იმპერიის და 1205-დან ეპირის დესპოტატის შემადგენლობაში[1] | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
არბერის სამთავროს მისი მაქსიმალური ტერიტორიით. | |||||||
დედაქალაქი | კრუია | ||||||
ენა | ალბანური | ||||||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||
მმართველობის ფორმა | სამთავრო | ||||||
დინასტია | უფლისწული (არხონი) | ||||||
- 1190–1198 | პროგონი (პირველი) | ||||||
- 1253–1255 | გოლემი (ბოლო) | ||||||
შუა საუკუნეები | |||||||
ისტორია | |||||||
- დაარსება | 1190 | ||||||
- გაუქმება | 1255 | ||||||
თავისი არსებობის განმავლობაში სამთავრო ინარჩუნებდა ავტონომიას ჯერ ბიზანტიის იმპერიის და შემდეგ 1205-დან ეპირის დესპოტატის შემადგენლობაში. მას ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სერბეთთანაც.[1]
მისი ეკონომიკის ძირითად წყაროს წარმოადგენდა ძველი რომაული სავაჭრო გზა Via Egnatia, რომელსაც აქტიურად იყენებდა ბიზანტიის იმპერია.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.