ამერიკის კოლონიზაცია ევროპელთა მიერ
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის ევროპული კოლონიზაცია არის დასავლეთ ევროპის საზღვაო ძალების უმეტესი ნაწილის მიერ ამერიკის კონტინენტების დაპყრობისა და კონტროლის დამყარების ისტორია.
სისტემური ევროპული კოლონიზაცია დაიწყო 1492 წელს, როდესაც ესპანურმა ექსპედიციამ, რომელსაც იტალიელი მკვლევარი ქრისტეფორე კოლუმბი ხელმძღვანელობდა. იგი გაემგზავრა დასავლეთით, რათა ეპოვნა ახალი სავაჭრო გზა შორეულ აღმოსავლეთთან, მაგრამ უნებურად დაუშვა შეცდომა და აღმოაჩინა ის, რაც ევროპელებისთვის ცნობილი გახდა, "ახალი სამყაროს" სახელით. მან პირველად ფეხი დადგა კატის კუნძულზე 1492 წლის 5 დეკემბერს, რომელიც ბაჰამის კუნძულების ტერიტორიაზე მდებარეობს. სწორედ ეს ადგილი იქცა პირველ ევროპულ , სადაც ლუჟაიელები მე -9 საუკუნიდან ცხოვრობდნენ; საიტი გახდა პირველი მუდმივი ევროპული დასახლებად ამერიკაში. ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა დასავლეთ ევროპის დაპყრობა, ფართომასშტაბიანი კვლევები და კოლონიზაცია. კოლუმბმა პირველი ორი მოგზაურობისას (1492-93) მიაღწია ჰაიტსა და სხვადასხვა კარიბის კუნძულებს, მათ შორის პუერტო-რიკოსა და კუბას . 1497 წელს იტალიელმა მკვლევარმა ჯონ კაბოტმა, ინგლისის სახელით, იმოგზაურა ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებზე. ერთი წლის შემდეგ კი კოლუმბის მესამე მოგზაურობაც შედგა. მან სამხრეთ ამერიკის სანაპიროს მიაღწია. როგორც ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის სპონსორი, ესპანეთი იყო პირველი ევროპული ძალა, რომელმაც უმსხვილესი ტერიტორიების დაპყრობა მოახერხა ამერიკის ტერიტორიაზე. მან ახალი კონტინენტის კოლონიზაცია განახორციელა კარიბის ზღვის აუზიდან სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილებამდე.
ესპანელებმა დაიწყეს საკუთარი იმპერიის აშენება ამერიკის ტერიტორიაზე. საკუთარ ბაზებად იყენებდნენ ისეთი კუნძულებს, როგორიცაა კუბა, პუერტო რიკო და ჰაიტი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დაიპყრობებმა გამოიწვია ძირძველი მოსახლეობის სიკვდილი. სავარაუდოდ ეს რიცხვი 8 000 000-ს აღწევდა. გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გახდა აფრო-ევრაზიული ინფექციების გავრცელება. [1] ზოგიერთი ავტორს ამტკიცებს, რომ ეს დემოგრაფიული კოლაფსი თანამედროვე ეპოქაში გენოციდის პირველი მასშტაბური მაგალითია. [2] ფლორიდა ხუან პონსე დე ლეონს მართვის ქვეშ გადავიდა 1513 წლის შემდეგ. 1519 – დან 1521 წლამდე ჰერნონ კორტესმა ჩაატარა ლაშქრობა აცტეკების იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც მართავდა მოტეზუმა II. აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი გახდა მეხიკო, მთავარ ქალაქს კი ესპანელებმა უწოდეს" ახალი ესპანეთი". 240,000-ზე მეტი აცტეკი დაიღუპა ტენოჩტიტლანის ბლოკადის დროს. აქედან 100000 ადამიანი დაიღუპა ბრძოლაში. [3] ასევე დაიღუპა 500 – დან 1000 – მდე ესპანელი. მოგვიანებით, ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს იწოდება, როგორც: კალიფორნია, არიზონა, ნიუ-მექსიკო, კოლორადო, ტეხასი, მისური, ლუიზიანა და ალაბამა დაპყრობილ იქნენ სხვა დამპყრობლების მიერ. მაგალითად, ჰერნანდო დე სოტოს, ფრანცისკოს ვეზკეს დე კორონადოსა და ალვარო ნუნეზ კაბესას მიერ . სამხრეთით, უფრო შორს, ფრანცისკო პიზარომ დაიპყრო ინკების იმპერია 1530-იან წლებში. დე სოტოს ექსპედიცია იყო ევროპელთა პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებთან შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნახევარში. დე სოტომ თავისი უდიდესი ბრძოლა გამართა 1540 წლის 18 ოქტომბერს, ალაბამაში მდებარე ქალაქ მაბილაში. ესპანეთის მხრიდან დაიღუპა 22 და დაიჭრა 148 ადამიანი. ესპანელების განცხადებით დაიღუპა 2,500 ინდოელი. მაბილა იყო ყველაზე სისხლიანი ბრძოლა, რომელიც ოდესმე მომხდარა ადგილობრივ ამერიკელებსა და ევროპელებს შორის დღევანდელ შეერთებულ შტატებში. [4] საუკუნეების განმავლობაში განუწყვეტელი კონფლიქტები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელებსა და ანგლო-ამერიკელებს შორის, თუმცა ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო იმ კატასტროფასთან შედარებით, რაც ანდებისა და კარიბის ზღვის მაცხოვრებლებს დაატყდათ თავს. [5]
ბრიტანეთმა ამერიკის კოლონიზაცია დაიწყო წარუმატებელი მცდელობებით დაეპყრო როანოკი და ნიუფაუნდლენდი. საბოლოოდ, ინგლისელებმა კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაზე, რაშიც სედიოდა კარიბული და სამხრეთ ამერიკის ნაწილები. ბრიტანელებმა ასევე ხელში ჩაიგდეს ფლორიდა და კვებეკი ფრანგებისა და ინდიელების ომების დროს. [6]