From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკელი მამიკო! (ინგლ. American Dad!) — ამერიკული ანიმაციური სიტკომი შექმნილი სეთ მაკფარლეინის, მაიკ ბარკერისა და მეტ ვეიცმანის მიერ Fox Broadcasting Company-ისთვის.[1][2] სერიალის პრემიერა შედგა 2005 წლის 6 თებერვალს.
ამერიკელი მამიკო American Dad! | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
ჟანრი | ანიმაციური სიტკომი |
ავტორი |
სეთ მაკფარლეინი მაიკ ბარკერი მეტ ვეიცმანი |
გახმოვანება |
|
კომპოზიტორ(ებ)ი |
უოლტერ მერფი ჯოელ მაკნილი რონ ჯოუნსი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 14 |
ეპიზოდი | 214 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
კიტ ჰეისლერი კარა ველოუ |
რედაქტორ(ებ)ი | რობ დესალესი |
ხანგრძლივობა | 22-24 |
კომპანია |
Fuzzy Door Productions Underdog Productions Fox Television Animation 20th Century Fox Television |
დისტრიბუტორი | 20th Television |
ჩვენების ფორმატი |
480i (2005–09) 720p HDTV (2010-დღემდე) |
აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
პირველად ეთერში | 6 თებერვალი, 2005 – დღემდე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ამერიკელი მამიკო! არის სატირიული ანიმაციური სერიალის ნათელი წარმომადგენელი. სიუჟეტი მიმდინარეობს სმითების ოჯახის გარშემო, რომელიც შედგება 6 წევრისგან, ესენია — სტენი, ოჯახის მარჩენალი, ცენტრალური დაზვერვის აგენტი და რესპუბლიკელი; ფრენსინი, სტენის ცოლი და ოჯახის დიასახლისი; სტივი; სტენისა და ფრენსინის ვაჟიშვილი, ჭკვიანი და თავისთავში დაჯერებული ახალგარდა; ჰელეი, სტენისა და ფრენსინის 18 წლის ქალიშვილი, ულტრალიბერალურად მოაზროვნე სტუდენტი; როჯერი, სარკასტული, პირქუში, მარტოხელა უცხოპლანეტელი; კლაუსი, მოლაპარაკე ოქროს თევზი, რომელსაც გადანერგილი აქვს ამერიკელი სპორტსმენის ტვინი. ყოველი მათგანი ცხოვრობს გამოგონილ ქალაქ ლენგლი-ფოლსში, ვირჯინიის შტატში. მათ ახმოვანებენ მსახიობები: სეთ მაკფარლეინი, ვენდი შაალი, სკოტ გრაიმზი, რეიჩელ მაკფარლეინი და დი ბრედლი ბეიკერი
სამხრეთის პარკის მსგავსად სერიალში ყურადღება არის გამახვილებული სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, როგორებიც არის მასობრივი კულტურა, პოლიტიკა, რელიგია და კიდევ სხვა თემები, რომლებიც ხშირად ფიგურირებს საზოგადოებაში. სერიალში ხშირად გაისმის თანამედროვე საზოგადოების ფარული დაცინვა.
ამერიკელი მამიკო! ნომინირებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ენისა და პრაიმტაიმის ემის ორ ორი ნომინაცია.[3][4][5] 2013 წლის კომპოზიტორების, ავტორებისა და გამომცემლების ამერიკული საზოგადოების დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ტელესერიალის კატეგორიაში.[6]
2013 წლის 16 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ფოქსმა შეწყვიტა სერიალის ტრანსლაცია. 2014 წლის 20 ოქტომბრიდან მოყოლებული ის გადაიცემა ტელეარხ TBS-ის საშუალებით.[7][8] 2015 წელს ტელეარხმა განაცხადა, რომ სერიალის მე-14 და მე-15 სეზონები (თითოში 22 ეპიზოდი)[9] კვლავ მის ეთერში გავიდოდა. მე-14 სეზონის პრემიერა შედგა 2016 წლის 7 ნოემბერს.[10] დღეის მონაცემით სულ შექმნილია სერიალის 214 ეპიზოდი.
სეზონი | ეპიზოდები | თავდაპირველი ეთერი | ნილსენის რეიტინგი | |||
---|---|---|---|---|---|---|
თავდაპირველად გადაიცა | უკანასკნელად გადაიცა | რანგი | მაყურებლები (მილიონებში) | |||
1 | 7 | 6 თებერვალი, 2005 | 19 ივნისი, 2005 | 67[11] | 8.49[11] | |
2 | 16 | 11 სექტემბერი, 2005 | 14 ივნისი, 2006 | 97[12] | 7.16[12] | |
3 | 19 | 10 სექტემბერი, 2006 | 20 მაისი, 2007 | 79[13] | 7.6[13] | |
4 | 16 | 30 სექტემბერი, 2007 | 18 მაისი, 2008 | 105[14] | 6.6[14] | |
5 | 20 | 28 სექტემბერი, 2008 | 17 მაისი, 2009 | 96[15] | 5.5[15] | |
6 | 18 | 77 სექტემბერი, 2009 | 16 მაისი, 2010 | 84[16] | 5.9[16] | |
7 | 19 | 3 ოქტომბერი, 2010 | 22 მაისი, 2011 | 111[17] | 4.07[17] | |
8 | 18 | 25 სექტემბერი, 200111 | 13 მაისი, 2012 | [18] | 5.47[18] | |
9 | 19 | 30 სექტემბერი, 2012 | 12 მაისი, 2013 | 84[19] | 5.24[19] | |
10 | 20 | 29 სექტემბერი, 2013 | 18 მაისი, 2014 | TBA | 3.426 | |
11 | 3 | 14 სექტემბერი, 2014 | 21 სექტემბერი, 2014 | TBA | 2.77 | |
12 | 15 | 20 ოქტომბერი, 2014 | 1 ივნისი, 2015 | TBA | 1.118 | |
13 | 2 | 25 იანვარი, 2016 | 27 ივნისი, 2016 | TBA | TBA | |
14 | 22 | 7 ნოემბერი, 2016 | გამოცხადდება (TBA) | TBA | TBA |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.