სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში From Wikipedia, the free encyclopedia
ამაღლება — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამაღლება, სამება). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ, საჯავახოდან 27 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ამაღლება | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ამაღლება |
კოორდინატები | 42°02′10″ ჩ. გ. 42°11′28″ ა. გ. |
ადრეული სახელები | განახლება |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 598[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1880 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1914 წელს — სოფლის ბიბლიოთეკა. ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში 1883 წელს ცხოვრობდა 2212 ადამიანი, იდგა 5 ეკლესია და მოქმედებდა ერთი გურიის უდაბნოს მონასტერი. 1902 წელს საზოგადოებაში ცხოვრობდა 4215 ადამიანი. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[3] 1914 წელს ამაღლების სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 4501 ადამიანი.[4] საბჭოთა პერიოდში ეწოდა განახლება. 2010 წლის 16 ნოემბერს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.[5] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა. მოქმედებდა მუზეუმი.
სოფელში იდგა ეკლესია, რომლის ადგილას ამჟამად არის საფლავები. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ფრაგმენტები და საფლავის ქვები. ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია ორნამენტი და ჯვარი. ასევეა ქვის ფრაგმენტი, რომელზეც დასხმულია ცემენტი და ნახევრად ფარავს ქვაზე გამოსახულ ორნამენტს.[6]
სოფლის ცენტრში ასევე იდგა ძველი ეკლესია. შემორჩენილია ძველი ეკლესიის ქვები. ამ ქვების ნაწილით აუშენებიათ სკოლა, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. იქვე არის შენობა, რომელიც ასევე აუშენებიათ ამ ეკლესიის ქვებით. ამჟამად დარჩენილია ძველი ქვით ნაშენი შენობის ერთი გვერდი და უკანა მხარე, სადაც ორ ადგილას იკითხება ქვის ჩუქურთმებიანი ფრაგმენტები. ასევე ამ ძველი ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ საავადმყოფოს მშენებლობაზე.[7]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 598 ადამიანი.
სოფელში დაიბადნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.