ბრიტანელი ბუნებისმეტყველი From Wikipedia, the free encyclopedia
ალფრედ რასელ უოლესი (ინგლ. Alfred Russel Wallace; დ. 8 იანვარი, 1823, ასკი, მონმუთშირის საგრაფო — გ. 7 ნოემბერი, 1913, ბროდსტოუნი, დორსეტშირის საგრაფო) — ბრიტანელი ბუნებისმეტყველი, ჩარლზ დარვინთან ერთად ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შემქმნელი და ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1848-1852 წლებში ჰენრი ბეიტსთან ერთად გამოიკვლია მდინარეების ამაზონისა და რიო-ნეგროს სანაპიროები, ხოლო 1854-1862 წლებში — მალაის არქიპელაგი: შეაგროვა ზოოლოგიურ-ბოტანიკური და გეოლოგიური კოლექციები, შეისწავლა არქიპელაგის ხალხთა კრანიოლოგია და გვიჩვენა, რომ მალაის არქიპელაგზე გადის საზღვარი (ეგრეთ წოდებული „უოლესის ხაზი“), რომელიც ზოოგეოგრაფიულად ყოფს კუნძულ სულავესს მალაის არქიპელაგის დანარჩენი კუნძულებიდან. უოლეს მიაჩნდა, რომ ყოველი სახეობის წარმოშობა გეოგრაფიულად და ქრონოლოგიურად დაკავშირებულია ძალზე ახლო მდგომ წინამორბედ სახეობასთან. მიუხედავად შეხედულებათა მსგავსებისა, უოლესმა ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შექმნის პრიორიტეტი მიაკუთვნა დარვინს, რომელიც გადარჩევის თეორიაზე 20 წელზე მეტხანს მუშაობდა. უოლეს ეკუთვნის ტერმინი „დარვინიზმი“. იგი ილაშქრებდა ლამარკიზმის წინააღმდეგ, ადამიანის ფსიქიკის წარმოშობის საკითხში იდეალისტურ პოზიციებზე იდგა და სპირიტიზმი სწამდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.