From Wikipedia, the free encyclopedia
ალფერაკის სასახლე (რუს. Дворец Алфераки) — ორსართულიანი სასახლე ტაგანროგში. განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლებს. სასახლეში ამჟამად განთავსებულია ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ფილიალი.
ალფერაკის სასახლე რუს. Дворец Алфераки | |
---|---|
კოორდინატები | 47.213333° ჩ. გ. 38.928056° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1848 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 41 / გლუშკოს შესახვევი № 13.
სასახლე აგებულია 1848 წელს. ეკუთვნოდა ტაგანროგელ მსხვილ ვაჭარს ნიკოლაი ალფერაკის. პროექტის ავტორი იყო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არქიტექტორი ანდრეი შტაკენშნეიდერი.
ალფერაკის სასახლე იყო ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრი. ალფერაკი აქ აწყობდა გრანდიოზულ ბალ-მასკარადებს, სადაც იწვევდა ტაგანროგის ცნობილ საზოგადოებას.
სასახლის მახლობლად ააშენეს დერეფნული სისტემის ფლიგელი, სადაც ცხოვრობდნენ ალფერაკის შვილების მასწავლებლები და გუვერნორები.
1870-იან წლებში სასახლის მფლობელი გახდა ვაჭარი ნეგროპონტე, რომელმაც ქონება გაყიდა ნაწილ-ნაწილ. სასახლე ბაღით იყიდა მყიდველთა საზოგადოებამ კომერციული შეხვედრებისათვის. სასახლეში იმართებოდა კონცერტები, რომელსაც სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ ანტონ ჩეხოვი, პეტრე ჩაიკოვსკი ტაგანროგში სტუმრობისას.
XIX საუკუნის ბოლოს 1898 წლის 22 ივნისს ანტონ ჩეხოვის ინიციატივით ტაგანროგში დაარსდა ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი. 1927 წელს სასახლის შენობა გადაეცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
სასახლის არქიტექტურა არის სამხრეთული ნეობაროკოს სტილის საუკეთესო ნიმუში. შენობას ამშვენებს ოთხი კორინთული სვეტი კლასიკური კაპიტელით. სამკუთხა ფრონტონის ცენტრში განთავსებულია ალფრაკების საგვარეულოს გერბი. სახურავზე მოაჯირია გაკეთებული. სასახლის შიგნით მარმარილოს კიბეა 41 საფეხურით. ყველა დარბაზი გაწყობილია ბაროკოს სტილში.
1989-1996 წლებში შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. 1995-1996 წლებში მუზეუმში შეიქმნა თანამედროვე ექსპოზიცია[1].
მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია 13 დარბაზში. ექსპონატები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: „არქეოლოგია“, „მეტალი“, „იარაღი“, „კერამიკა“, „მინა“, „ქსოვილები“, „ხელნაწერები“, „ქანდაკება“, „ნუმიზმატიკა“[2].
მუზეუმის არქეოლოგიურ ექსპოზიციაში დაცულია 78 580 ექსპონანტი. მათ შორისაა პალეოლითისა და ნეოლითის ექსპონატებიც. კერძოდ, მდინარეების მანიჩისა და სალის შუამდინარეთის ყორღანების ნივთები, რომლებიც ძვ. წ. II-II ათასწლეულებს განეკუთვნება. მუზეუმში დაცულია ძვლის, ქვისა და ბრინჯაოს ნივთები.
აქვე დაცულია შუა საუკუნეების არექოლოგიური გათხრების ექსპონატები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოქროს ურდოს პერიოდის სამრხების ინვენტარი[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.