![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f1/%25D0%2590%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25BC%25D0%25B5_%25D0%2590%25D0%25B1%25D0%25B4%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B0.jpg/640px-%25D0%2590%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25BC%25D0%25B5_%25D0%2590%25D0%25B1%25D0%25B4%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B0.jpg&w=640&q=50)
ალიმე აბდენანოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ალიმე აბდენანოვა ( ყირიმ. Alime Abdenanova; 1924 წლის 4 იანვარი, ქერჩი, ყირიმის ასსრ, რსფსრ, სსრკ — 5 აპრილი, 1944 წელი, სიმფეროპოლი, ყირიმის გენერალური ოლქი, რაიხსკომისარიატი უკრაინა, მესამე რაიხი ) — წარმოშობით ყირიმელი თათარი საბჭოთა სამხედრო, დიდი სამამულო ომის მონაწილე, პრიმორსკის არმიის შტაბის დაზვერვის განყოფილების რეზიდენტი. წითელი დროშის ორდენის კავალერი (1944). რუსეთის ფედერაციის გმირი (2014, გარდაცვალების შემდგომ).
ალიმე აბდენანოვა | |
---|---|
ყირიმ. Alime Abdenanova | |
![]() | |
მეტსახელი | ანა, ზოია, სოფია |
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1924 |
დაბადების ადგილი | ქერჩი, ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა,რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 5 აპრილი, 1944 (20 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სიმფეროპოლი, ყირიმის გენერალური ოლქი, მესამე რეიხის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეიხკომისარიატი |
კუთვნილება |
![]() |
ჯარის სახეობა | წითელი არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1943-1944 |
წოდება | წითელარმიელი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
![]() |
დიდი სამამულო ომის დროს, 1943 წლის შემოდგომაზე, წითელი არმიის ჯარისკაცი აბდენანოვა შეაგზავნეს ყირიმში, რომელიც ოკუპირებული იყო მესამე რაიხის მიერ, სადაცსადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა საბჭოთა სარდლობის დავალებებს. მან მოიპოვა ინფორმაცია ქერჩის ნახევარკუნძულზე განლაგებული გერმანიისა და რუმინეთის ჯარების შესახებ. 1944 წლის თებერვალში ჯგუფი გამოაშკარავდა და მისი ყველა წევრი დააპატიმრეს. სასტიკი წამებისა და ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ, იგი დახვრიტეს 1944 წლის 5 აპრილს სიმფეროპოლში, წითელი არმიის მიერ ყირიმის განთავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე სამი დღით ადრე.