From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრესწყარო[2] — ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხალების თემი), მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1190 მეტრი, ხაშურიდან 17 კილომეტრი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 4 კომლი, სულ 8 ადამიანი. სოფლიდან 5 კმ-ის მოშორებით ნასოფლარ ძამაზე დგას ძამის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ალექსანდრესწყარო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხალები |
კოორდინატები | 41°56′27″ ჩ. გ. 43°39′50″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1190 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელს არ იცნობენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები, არც ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმნეტბეში გვხვდება. შედიოდა საციციანოში.
1886 წლის აღწერით, აქ 6 კომლი სახლობს (35 კაცი, 28 ქალი, სულ 63 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ოსურია.
სოფელში სახლობდნენ გვარები: გაგლოშვილი, თედეშვილი, თიბილაშვილი, ქარსანაშვილი, თუმანიშვილი...
სოფელი მდიდარია ცივი წყლებით. ხალხური ტრადიციით, აქ დასახლებულა ვინმე ალექსანდრე, რომელსაც ეს წყაროები აღმოუჩენია და ამის შემდეგ სოფელს ალექსანდრეს წყარო დარქმევია.
სოფელი მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.