From Wikipedia, the free encyclopedia
აკარნანია (ბერძ. Ἀκαρνανία) — მხარე ძველი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, იონიის ზღვის სანაპიროზე, ეტოლიის დასავლეთით, რომლისგანაც მას მდინარე აქელოოსი გამოყოფდა.
აკარნანიის ტერიტორია პირველად ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში დასახლდა. ძვ. წ. V საუკუნის ბოლოსთვის ტომთა კავშირიდან ფედერაციული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქი სტრატოსი იყო. შემდგომ საუკუნეებში ათენის, თებეს და მაკედონიის მმართველობის ქვეშ მოექცა. ძვ. წ. 231 წელს აკარნანიის იმ ნაწილმა, რომელიც მანამდე ეპირის სამეფოს ნაწილი იყო, დამოუკიდებლობა აღადგინა და მაკედონიის მეფე ფილიპე V-სთან დაამყარა კავშირი. ძვ. წ. 167 წელს მაკედონური დინასტია რომაელებმა დაამხეს. აკარნანია გარკვეულ დამოუკიდებლობას შემდგომშიც ინარჩუნებდა. საბოლოოდ, ოქტავიანე ავგუსტუსმა აკარნანიელთა დიდი ნაწილი მის მიერ ძვ. წ. 29 წელს დაარსებულ ქალაქ ნიკოპოლს დაუქვემდებარა, დანარჩენი ნაწილი კი რომის პროვინცია აქაიას შეუერთა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.