აიზეკ აზიმოვი (ინგლ. გამოთქმა [ˈaɪzək ˈæzɪmɔv] დ. 1920, პეტროვიჩი, რუსეთი — გ. 6 აპრილი, 1992, ნიუ-იორკი) — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი. სიცოცხლის მანძილზე იგი რობერტ ჰაინლაინთან და არტურ კლარკთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკის „დიდი სამეულის“ წევრად ითვლებოდა.[27] აზიმოვის შემოქმედება 500-ზე მეტ წიგნს მოიცავს. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, მის კალამს ეკუთვნისა მისტიკისა და ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, ასევე არამხატვრული ტექსტები.
სწრაფი ფაქტები აიზეკ აზიმოვი, დაბადების თარიღი ...
აიზეკ აზიმოვი |
---|
ინგლ. Isaac Asimov |
|
დაბადების თარიღი |
არაუადრეს 4 ოქტომბერი, 1919 და არაუგვიანეს 2 იანვარი, 1920 |
---|
დაბადების ადგილი |
პეტროვიჩი, Klimovichskiy Uyezd, საბჭოთა რუსეთი[1] [2] [3] [4] [5] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
6 აპრილი, 1992(1992-04-06)[6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (72 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
მანჰეტენი |
---|
ფსევდონიმი |
Paul French[19] |
---|
საქმიანობა |
ბიოქიმიკოსი, რომანისტი, პროზაიკოსი, ავტობიოგრაფი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, სამეცნიერო მწერალი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი, სცენარისტი, მწერალი და კრიმინალისტი მწერალი[20] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
ეროვნება |
ებრაელები[21] |
---|
მოქალაქეობა |
საბჭოთა რუსეთი
აშშ[22]
რსფსრ |
---|
ალმა-მატერი |
კოლუმბიის უნივერსიტეტი[1] , კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა, Columbia University School of General Studies, Boys and Girls High School და Boys High School |
---|
ჟანრი |
სამეცნიერო ფანტასტიკა |
---|
Magnum opus |
დაფუძნების ციკლი, რობოტების ციკლი, და დადგება ღამე[23] , The Intelligent Man's Guide to Science, მე, The Bicentennial Man და თვითონ ღმერთები |
---|
ჯილდოები |
ჰიუგოს პრემია, James T. Grady-James H. Stack Award for Interpreting Chemistry, ჰიუგოს პრემია, წლის ჰუმანისტი, ედვარდ სმითის მემორიალური პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, კლამპკე-რობერტსის პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის ჯილდო საუკეთესო ნოველისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, ჰიუგოს რეტრო პრემია, Cosmos 2000 Award, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, სკეპტიკური კვლევის კომიტეტის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Retro Hugo Award for Best Novelette, Retro Hugo Award for Best Short Story, დიტმარის პრემია და Great Immigrants Award[24] [25] |
---|
მეუღლე |
ჯანეტ აზიმოვი და Gertrude Asimov |
---|
შვილ(ებ)ი |
Robyn Asimov[26] |
---|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
asimovonline.com |
---|
|
დახურვა
აზიმოვის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია დასაბამის სერია,[28] რომლის პირველი სამი წიგნისთვისაც 1966 მან მიიღო ჰიუგოს პრემია „ყველა დროის საუკეთესო სერიისთვის“.[29] ავტორის სხვა ძირითადი სერიებია: გალაქტიკის იმპერია და რობოტის სერია.
აზიმოვმა 380-ზე მეტი მოთხრობა დაწერა, მათ შორის ყველაზე ცნობილია „დაღამება“, რომელიც 1964 წელს ამერიკის ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა ორგანიზაციამ ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობად აღიარა.
აზიმოვი ამერიკის ჰუმანისტური ასოციაციის პრეზიდენტი იყო.[30] მის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს,[31] კრატერს მარსზე,[32][33] დაწყებით სკოლას ბრუკლინში,[34] ჰონდას ჰუმანოიდ რობოტ ASIMO-ს.[35] აზიმოვის სახელობის ოთხი ლიტერატურული პრემია არსებობს.
აზიმოვის თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаак, ინგლ. Isaak), თუმცა, ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი [36] (რუს. Айзек).