![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Ateshgah_Fire_Temple.jpg/640px-Ateshgah_Fire_Temple.jpg&w=640&q=50)
ათეშგიაჰი (ბაქო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ათეშგიაჰი (აზერ. Atəşgah) — ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე, ბაქოს ცენტრისგან 30 კმ დაშორებით, სურაჰანების დასახლების მისადგომებთან სურაჰანების რაიონში, სხვადასხვა დროს ზოროასტრიზმის, ინდუიზმისა და სიქიზმის მიმდევრების თაყვანისმცემლობის ადგილი. შეიქმნა XVII-XVIII საუკუნეებში „მუდმივი“ ჩაუქრობელი ცეცხლის ადგილას — ბუნებრივი აირების გამოსვლის ადგილებში, რის გამოც ტაძარს ეწოდება „ათეშგიაჰი“, რაც ნიშნავს „ცეცხლის სახლს“, „ცეცხლის ადგილს“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Ateshgah_Fire_Temple.jpg/640px-Ateshgah_Fire_Temple.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/40/%D0%90%D1%82%D0%B5%D1%88%D0%B3%D1%8F%D1%85_%D0%93%D1%80%D0%B0%D0%B2%D1%8E%D1%80%D0%B0_%D0%9C%D0%BE%D0%B9%D0%BD%D0%B5.jpg/320px-%D0%90%D1%82%D0%B5%D1%88%D0%B3%D1%8F%D1%85_%D0%93%D1%80%D0%B0%D0%B2%D1%8E%D1%80%D0%B0_%D0%9C%D0%BE%D0%B9%D0%BD%D0%B5.jpg)
კომპლექსი თავისი არქიტექტურით წარმოადგენს ექვსკუთხედს წაწვეტებული გარეთა კედლით და შესასვლელი პორტალით, ხოლო ნაგებობის ეზოს ცენტრში აღმართულია მთავარი ოთხკუთხა ტაძარი — საკურთხეველი, რომელიც წარმოადგენდა ცეცხლთაყვანისმცემლების მომლოცველების თავშეყრის ადგილს. შესასვლელის თავზე მოწყობილი იყო აფშერონისათვის ტრადიციული მისაღები ოთახი (ბალახანა).
კომპლექსის აგების დრო თარიღდება 1713 წლით. თვითონ ტაძარი, სავარაუდოდ, არსებობდა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან და მოაღწია ჩვენამდე პირვანდელი იერსახით. ცეცხლის საკურთხეველი გარკვეული დონით განსაზღვრავს საკურთხევლების ამგებების უძველეს ტრადიციას, რომელიც გავრცელებული იყო აზერბაიჯანში და მიდიის ხანაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ საკურთხეველს გააჩნია ტრადიციული ფორმა, ოთხი სვეტი კვადრატის კუთხეებზე შიდა სივრცით, რომელიც გადახურულია გუმბათით და გახსნილი ყველა მხრიდან.[1]
ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა სახელმწიფო ისტორიულ — არქიტექტურულ ნაკრძალად. მუზეუმის მომნახველების საშუალო რიცხვი წლიურად შეადგენს 15,000 ადამიანს. 1998 წელს „ათეშგიაჰი“ წარდგენილი იქნა იუნესკოში მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შესატანად.[2]
აზერბაიჯანის კიდევ ერთი უძველესი ათეშგიაჰი მდებარეობს სოფელ ხინალუღიდან (ყუბის რაიონი) 5 კმ-ის დაშორებით[3].