ავსტრიის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრიის ისტორია — მოიცავს ავსტრიისა და მისი წინამორბედი სახელმწიფოების ისტორიას, ადრეული ქვის ხანიდან დღემდე. სახელი „Ostarrîchi“ (ავსტრია) ჩვ.წ. 996 წლიდან მოდის. ავსტრიაში 1273 წლიდან 1918 წლამდე, გაბატონებულნი იყვნენ ჰაბსბურგები და ჰაბსბურგ-ლოთარინგები. 1808 წელს, როდესაც ავსტრიის იმპერატორი ფრანც II გამოეყო საღვთო რომის იმპერიას, ავსტრია გახდა ავსტრიის იმპერია და ასევე იყო გერმანიის კავშირის წევრი, 1866 წლის ავსტრო-პრუსო-იტალიურ ომამდე.
1867 წელს ავსტრიამ ჩამოაყალიბა ორმაგი მონარქია უნგრეთთან და შეიქმნა ავსტრო-უნგრეთის იმპერია (1867-1918 წლები). როდესაც ეს იმპერია დაიშალა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ავსტრის ტერიტორიები შემცირდა, ხოლო ქვეყანაში ძირითადად გერმანულენოვანი მოსახლეობა იყო, ამიტომაც მიიღო სახელი გერმანული ავსტრია. შემდგომში, 1919 წელს, გერმანული ავსტრია დაიშალა და შეიქმნა ავსტრიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც არსებობდა 1919 წლის 21 ოქტომბრიდან 1938 წლის 13 მარტამდე.
პირველი რესპუბლიკის შემდეგ, ავსტრიის ფედერალური სახელმწიფო შეეცადა ავსტრია დამოუკიდებელი ყოფილიყო გერმანიის რაიხისგან. ენგელბერტ დოლფუსი აღნიშნავდა, რომ ავსტრიის მოქალაქეების უმეტესობა იყო გერმანელი და ავსტრიელი, მაგრამ მას სურდა, რომ ავსტრია გერმანიისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილიყო. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანექსია და იგი გერმანიის რაიხის ტერიტორიასთან გაერთიანდა, ამ ფაქტს, რომელსაც ანშლუსს უწოდებენ, იმ დროის ავსტრიის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. [1][2] 1955 წელს, მეორე მსოფლიო ომიდან ათი წლის შემდგომ, ავსტრია კვლავ გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.
1995 წლის პირველ იანვარს ავსტრია ევროპის კავშირის წევრი გახდა.[3]