From Wikipedia, the free encyclopedia
კარლოს I დიდი (ფრანგ. Charlemagne, ინგლ. Charles the Great, გერმ. Karl der Große, ნორვ. Karl den store, ნიდერლ. Karel de Grote, ლათ. Carolus Magnus,[1] დასაბამი ზედსართავი სახ. „Carolingian“; დ. 2 აპრილი, 742 — გ. 28 იანვარი, 814) — ფრანკთა მეფე 768–814 წლებში, ლომბარდთა მეფე 774-დან, და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა (Imperator Augustus) და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს საღვთო რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას. ამჟამად ფრანგებიც და გერმანელებიც კარლოს დიდს მათი ქვეყნების დამფუძნებელ ფიგურად მიიჩნევენ.
კარლოს დიდი | |
---|---|
ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 768 |
მმართ. დასასრული: | 814 |
წინამორბედი: | პიპინ მოკლე |
მემკვიდრე: | ლუი I ღვთისმოსავი |
სხვა წოდებები: |
ლომბარდთა მეფე ბოჰემიის მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 აპრილი 742 |
დაბ. ადგილი: | ფრანკთა სახელმწიფო |
გარდ. თარიღი: | 28 იანვარი, 814 |
გარდ. ადგილი: | აახენი, ფრანკთა სახელმწიფო |
დინასტია: | კაროლინგები |
მამა: | პიპინ მოკლე |
დედა: | ბერტრადა დე ლაონი |
კარლოს დიდის დაბადების თარიღად 742 წლის 1 აპრილს მიიჩნევენ, თუმცა ამაზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. ეს თარიღი ეფუძნება რიცხვს, რომელიც მიღებულია მისი გარდაცვალების დღიდან მისი ასაკის წლების გამოკლებით. თუმცა წელი 742 წინ უსწრებს კარლოს დიდის მშობლების ქორწინების თარიღს (749) და არ არსებობს საბუთი იმისა, რომ კარლოს დიდი ქორწინების გარეშე დაბადებულიყოს. სხვა წყაროებში მის დაბადების თარიღად მოხსენიებულია 747 წლის 1 აპრილი, რაც აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა და უფრო დიდი იმპერატორის პატივისცემის ნიშნად უნდა იყოს მიჩნეული, ვინემ მის ფაქტობრივ დაბადების თარიღად. სავარაუდო თარიღებია ასევე 747 წლის 15 აპრილი ან 748 წლის 1 აპრილი, ხოლო ადგილად კი — გოტინგი.
კარლოსი პიპინ მოკლეს (714–768, მეფობდა 751–768) და მისი მეუღლის ბერტრადა დე ლაონისა (720–783) უფროსი ვაჟი იყო; ის იყო ძმა ლედი ბერტასი, როლანდის დედის.
პიპინის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გაიყვეს კარლოს დიდმა და მისმა ძმამ, კარლომანმა. კარლოს დიდმა მიიღო სამეფოს გარე ნაწილები, ზღვის გასწვრივ, ნოისტრია, აკვიტანია და ავსტრაზიის ჩრდილო ნაწილი, ხოლო კარლომანმა მიიღო ქვეყნის შიდა ნაწილები, იტალიის მოსაზღვრედ.
კარლომანი გარდაიცვალა 771 წლის 5 დეკემბერს, დატოვა რა კარლოს დიდი გაერთიანებული ფრანკთა სამეფოს ახალ ლიდერად. ცოტა ხანში მან ილაშქრა ლომბარდიაში, იტალია. 774 წელს მან მოახერხა მეფე დეზიდერიუსის ტახტიდან გადმოგდება და საკუთარი თავი ლომბარდთა მეფედ გამოაცხადა, სამუდამოდ გააერთიანა რა იტალიის სამეფო ფრანკთა გვირგვინს ქვეშ.
საკუთარი მეფობის განმავლობაში კარლოს დიდი მუდმივად ბრძოლებში იყო ჩართული, მისი ლეგენდარული ხმლით, ჟოიოსით ხელში. 30 წლის ომისა და 18 ბრძოლის (საქსონიის ომები) შემდეგ ის იპყრობს საქსონიას - მიზანი, რომელიც ავგუსტუსის აუსრულებელი ოცნება იყო. შეპყრობილი მიწები შემდეგ მან კათოლიკე ქრისტიანებად მოაქცია, საჭიროებისამებრ ძალის გამოყენებითაც. ზოგიერთი ცნობით, 782 წელს ვერდენში, ქვემო საქსონია, მას უბრძანებია თავის მოჭრა ერთ დღეში 4500 საქსონელისთვის (ვერდენის სისხლიანი განსასჯელი), რომელთაც განუზრახავთ ფრანკთა მმართველობის წინააღმდეგ ამბოხი და შემჩნეულ იქნენ წარმართობაში მათი ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ. თუმცა ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური საბუთი (მასობრივი სამარხი ან მისთ.) დღემდე ნაპოვნი არაა და ბევრი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კარლოს დიდს ასევე განუზრახავს ესპანეთის დაპყრობა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ვერ მოუხერხებია. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას, ჩრდ. ესპანეთზე იერიშის მიტანისას მოკლულ იქნა მისი ერგული მცველი გრაფი როლანდი. ამ ინციდენტს მიეძღვნა შემდგომში ცნობილი „როლანდის სიმღერა“.
800 წელს ქრისტიანული ღვთისმსახურების დროს რომში, პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი რომაელთა იმპერატორად აკურთხა (Imperator Romanorum). მიუხედავად იმისა, რომ ეს მის მიზნებს ეწინააღმდეგებოდა, შარლომანი გახდა განმაახლებელი დასავლეთის იმპერიისა, რომელიც ადრე მე-5 საუკუნეში დაიშალა. აღმოსავლეთის იმპერატორთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, მან მოგვიანებით ტიტული შეიცვალა და Imperator Romanorum-ის (ეს ტიტული როგორც წესი აღმოსავლეთის იმპერატორისთვის იყო განკუთვნილი) ნაცვლად Imperator Romanum gubernans Imperium (რომაელთა იმპერიის მმართველი იმპერატორი) დაირქვა.
გააგრძელა რა მამამისის რეფორმები, კარლოს დიდმა გააუქმა ოქროს სუზე დამყარებული მონეტარული სისტემა. მერსიის მეფე ოფასთან ერთად პიპინის მიერ შემოღებული სისტემა დაამკვიდრეს. ამ სისტემის მიხედვით ლივრი (ანუ გირვანქა) - მონეტარული და წონის ერთეული - 20 სუს ან 240 დენიეს ფასს უდრიდა. ამ პერიოდში ლივრი და სუ იყო თვლის ერთეულები და მხოლოდ დენიეები არსებობდა მონეტების სახით.
კარლოს დიდმა ეს სისტემა მთელ ევროპის კონტინენტს მოსდო, ხოლო ოფას სტანდასტანდარტი ნებაყოფლობით მიღებულ იქნა მთელ ინგლისის ტერიტორიაზე. კარლოს დიდმა ეს სისტემა მთელ ევროპის კონტინენტს მოსდო, ხოლო ოფას სტანდარტი ნებაყოფლობით მიღებულ იქნა მთელ ინგლისის ტერიტორიაზე.
კარლოს დიდმა თავისი იმპერია 350 საგრაფოდ დაჰყო და თითოეულ მათგანს გრაფი მიუჩინა. გრაფები ასრულებდნენ მოსამართლეების, ადმინისტრატორების როლს და კაპიტულარიების აღმსრულებლები იყვნენ. ლოიალობის განსამტკიცებლად მან შემოიღო ე.წ. „უფლის მსტოვრების“ (missi dominici) სისტემა. ამ სისტემით ეკლესიისა და იმპერატორის თითო წარმომადგენელი ყოველწლიურად გაემართებოდნენ სხვადასხვა საგრაფოებში კარლოს დიდისთვის ამ საგრაფოების შესახებ სტატუსზე ანგარიშის ჩასაბარებლად.
814 წელს კარლოს დიდის გარდაცვალებისას, ის საკუთარ კათედრალში, აახენში დაკრძალეს. მას შემდეგ მეფობას მისი ერთადერთი ვაჟი, ლუი I „ღვთისმოშიში“ აგრძელებს. მას შემდეგ კი სამეფო სამ ნაწილად გაიყვეს მისმა ვაჟებმა ფრანკთა ტრადიციისამებრ. ეს სამი სამეფო პროტოტიპი გახდა შემდგომი საფრანგეთისა და წმინდა რომის იმპერიისა.
კარლოს დიდის გარდაცვალების შემდგომ, მის მიერ შემოღებული კონტინენტური სამონეტო სისტემა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და თითქმის მთელი ევროპა ისევ მაღალი ხარისხის ინგლისურ ოქროს მონეტაზე გადავიდა, რომელიც 1100 წლამდე იყო ბრუნვაში.
ძნელი გამოსაცნობია კარლოს დიდის დამოკიდებულება მის ქალიშვილთა მიმართ. არც ერთი მათგანი ეკლესიის მიერ დაქორწინებული არ ყოფილა. შესაძლოა ეს ყოფილიყო მცდელობა პოტენციურ ალიანსთა სიმრავლის შეზღუდვისა. კარლოს დიდის სიკვდილის შემდეგ მისი ქალიშვილები იძულებით მონასტერში გააგზავნეს. თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთ მათგანს მაინც, ბერთას, ჰქონდა ღია (თუ ქორწინება არა) ურთიერთობა ანგილბერტთან, კარლოს დიდის კურიის წრის წევრთან.
კარლოს დიდის მშობლიური ენა ძველი მაღალი გერმანულის დიალექტი, სახელად ფრანკული, იყო. ის ასევე ფლობდა ლათინურს და ესმოდა ცოტაოდენი ბერძნული.
კარლოს დიდის მმართველობა ხშირად კაროლინგიურ რენესანსად მოიხსენიება ამ პერიოდში სამეცნიერო მოღვაწეობის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის აყვავების გამო. დღემდე მოღწეულ კლასიკურ ლათინურ შრომათა უდიდესი ნაწილი კაროლინგიელ მკვლევართა გადაწერილი და შემონახულია. კარლოს დიდის გავლენის პან-ევროპულ ხასიათზე მიუთითებს იმ ადამიანთა წარმოშობა, რომელნიც მისთვის მუშაობდნენ: ალცინი - ანგლო-საქსონი, თეოდულფი - ვიზიგოთი, პოლი „დიაკვანი“ - ლომბარდიიდან, ხოლო ანგილბერტი და ეინჰარდი - ფრანკები იყვნენ.
ამ პერიოდს ეკუთვნის უდიდესი შუასაუკუნეების ლიტერატურული წრეები, კარლოს დიდის წრე ან ე. წ. „ფრანგთა საქმეები“, რომელიც კარლოს დიდის ბრეტონის საზღვრის ისტორიული მხედართმთავრის, როლანდის, საქმიანობასა და მიღწევებზე აღწერს და ასევე პალადინთა წრე, რომლებიც ჯვრის ორდენის მეომართა მარჯვენა ხელად ითვლებოდნენ მრგვალ მაგიდასთან. ამბები მათ შესახებ პირველად მოყოლილ იქნა ჰეროიკულ სიმღერებში „chansons de geste“.
კარლოს დიდის მრავალრიცხოვანი ქორწინებებისა და ნათესაობრივი პოლიტიკის შედეგად მას მრავალრიცხოვანი შთამომავლობა დარჩა. მრავალი მათგანი ევროპის სხვა არისტოკრატიულ გვართა წარმომადგენელზე დაქორწინდა და მოგვიანებით ამ გვართა შორის მომდევნო ქორწინებების შედეგად ევროპის თითქმის ყველა სამეფო გვარის გენეალოგიას კარლოს დიდთან მივყავართ. კარლოს დიდის ყველაზე ცნობილი შთამომავლები იყვნენ უილიამ ჰოვარდ ტაფტი (აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი), ტირონ პაუერი (ამერიკელი მსახიობი), კრისტოფერ ლი (ბრიტანელი მსახიობი), და ელისაბედ II (გაერთიანებული სამეფოს დედოფალი).
ვაჟები:
ქალიშვილები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.