სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы; ძვ. თილითი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (თხინის თემი), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენიშწყარის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 240 მ, შავი ზღვიდან 19 კმ, ოჩამჩირიდან 25 კმ.
სოფელი | |
---|---|
აბააჟვახუ აფხ. Абаажә ахәы | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
თემი | თხინა |
კოორდინატები | 42°54′32″ ჩ. გ. 41°26′15″ ა. გ. |
ადრეული სახელები | თილითი |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
აბააჟვახუს ძველი სახელია „თილითი“. აქ იყო აფხაზეთის კათალიკოსის სასახლე (შემორჩენილია ნანგრევები „თლუთ-აბაას“ სახელწოდებით). XVII საუკუნის 80-იან წლებში ქართული მოსახლეობა აფხაზურმა შეცვალა და სოფელს „აბააჟვახუ“ დაერქვა, რაც აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს.
სოფლის მოსახლეობა 1989 წლის მდგომარეობით შეადგენდა 218 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.