From Wikipedia, the free encyclopedia
აბააჟვახუ[1][2], აბააჟვ-ახუ (აფხ. Абаажә ахәы) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ღვადის თემი). კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის (აფხაზეთისა) სათავესთან, მდინარე უჩაღალის ზემოთში. ზღვის დონიდან – 260 მეტრი, შავი ზღვიდან – 22 კილომეტრი, ოჩამჩირიდან – 25 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სახელწოდება აფხაზურად „ძველი ციხესიმაგრის ბორცვს“ ნიშნავს. 1949 წელს ღვადის სასოფლო საბჭოში შედიოდა. 1989 წლის მდგომარეობით მოსახლეობა შეადგენდა 260 კაცს. ამჟამად კონტროლდება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.