იურული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
„იურული პარკი“ (ინგლ. Jurassic Park) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მედია ფრენჩაიზი. სიუჟეტის ცენტრშია მეცნიერთა მომაკვდინებელი მცდელობა შექმნან გასართობი პარკი, დასახლებული კლონირებული დინოზავრებით. ფილმზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1990 წელს კომპანიებმა Universal Pictures და Amblin Entertainment მოიპოვეს მაიკლ კრაიტონის რომანის საავტორო უფლებები.[1]
იურული პარკი | |
---|---|
შემქმნელი | მაიკლ კრაიტონი |
ორიგინალური ნამუშევარი | „იურული პარკი“ (1990) |
მფლობელი | |
გამოცემები | |
რომან(ებ)ი |
|
კომიქსები |
სია
|
კინო და ტელევიზია | |
ფილმ(ებ)ი |
|
მოკლემეტრაჟიანი ფილმ(ებ)ი |
|
თამაშები | |
ვიდეო თამაშ(ებ)ი | ვიდეო თამაშების სია |
აუდიო | |
საუნდტრეკ(ებ)ი |
|
სხვადასხვა | |
თემატური პარკების ატრაქციონები |
|
ოფიციალური საიტი | |
jurassicworld.com |
წიგნს დიდი წარმატება ჰხვდა წილად, ისევე როგორც სტივენ სპილბერგის 1993 წლის კინოადაპტაციას, რომელსაც მოჰყვა ოთხი გაგრძელება, თუმცა რომანის მოტივებზე გადაღებულია სერიის მხოლოდ პირველი და მეორე ფილმი. 1993 წლიდან ფრენჩაიზის მოიტვებზე შექმნილია უმრავი ვიდეო თამაში. აგრეთვე შეიქმნა სერიაზე დაფუძნებული რამდენიმე თემატური პარკების ატრაქციონი: Jurassic Park: The Ride (1996), Canopy Flyer (2010), Dino-Soarin' (2010), Jurassic Park Rapids Adventure (2010), The Flying Dinosaur (2016).
2011 წლის 25 ოქტომბერს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა ტრილოგიის DVD და Blu-ray ვერსია.[2] 2013 წლის 5 აპრილს გამოვიდა ფილმის ხელახალი გამოცემა 3D-ში.[3]
მეოთხე ნაწილის, „იურული სამყაროს“ გამოსვლა დაგეგმილი იყო 2005 წელს,[4] მაგრამ მასზე მუშაობა რამდენიმეჯერ შეწყდა და საბოლოოდ ფილმმა მზის შუქი იხილა 2015 წლის ივნისში.[5] ის იქცა პირველ ფილმად, რომლის შემოსავალმა პირველ შაბათ-კვირას 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[6] ხოლო მთლიანი შემოსავალი 1.6 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ხდის მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად მსოფლიოში.[7] 2016-2018 წლებში გამოვიდა სერიაზე დაფუძნებული Lego-ს სამი ანიმაციური ფილმი: „Lego Jurassic World: The Indominus Escape“, „Lego Jurassic World: Employee Safety Video“ და „Lego Jurassic World: Rescue Blue“
2018 წლის ივნისში გამოვიდა სერიის მეხუთე ნაწილი „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.[8][9] 2021 წლის 11 ივნისისთვის დაგეგმილია მეექვსე ფილმის გამოცემა, რომლის სავარაუდო სახელწოდება იქნება „იურული პარკი 3“.[10][11] დღეის მონაცემებით, ფრენჩაიზის მთლიანი შემოსავალი შეადგენს 7 მილიარდ აშშ-დოლარს.