ბრაის დალას ჰაუარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაის დალას ჰაუარდი (ინგლ. Bryce Dallas Howard; დ. 2 მარტი, 1981) — ამერიკელი მსახიობი. იგი არის ცნობილი რეჟისორ რონ ჰოვარდის უფროსი ქალიშვილი.
ბრაის დალას ჰაუარდი | |
---|---|
ჰაუარდი ფილმ „იურული სამყარო: დაცემული სამეფოს“ პრემიერაზე იაპონიაში 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Bryce Dallas Howard |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1981 (1981-03-02) (43 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1989-დღემდე |
მეუღლე(ები) | სეთ გეიბლი (იქ. 2006) |
შვილ(ებ)ი |
2
|
მშობლები |
მამა: რონ ჰოვარდი დედა: შერილ ელი |
ჰაუარდი დაიბადა 1981 წლის 2 მარტს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში.[1] დაამთავრა ბაირამ-ჰილზის საშუალო სკოლა 1996 წელს.in 1999,[2] ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის სამხატვრო სკოლაში, თუმცა სამი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა, რათა მიეღო სამსახიობო როლები ბროდვეიზე. უილიამ შექსპირის კომედიაში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ მონაწილეობისას რეჟისორ ნაიტ შიამალანის ყურადღება მიიპყრო. სახელი გაითქვა შაიმალანის 2004 წლის ფილმით „საიდუმლო ტყე“.[3] 2006 წელს მონაწილეობა მიიღო შაიმალანის ფენტეზი თრილერში „გოგონა წყალში“. კენეთ ბრანას ფილმში „ისე, როგორც შენ გიყვარს“ (2006) შესრულებული როლისთვის ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსზე.[4] იმავე წელს გახდა ფილმ „ორქიდეების“ თანასცენარისტი და რეჟისორი.[5] 2007 წელს მიიღო გვენ სტეისის როლი ფილმში „ადამიანი ობობა 3“.[6]
ჰაუარდმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა ვამპირი ვიქტორიას როლის განსახიერებით ფილმში „ბინდის საგა: დაბნელება“ (2010).[7] 2009 წელს მონაწილეობდა ტერმინატორი 4“-ში.[8] ფილმი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მიიღო შერეული შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან.[9] 2011 წელს გადაიღეს ფილმში 50/50. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კლერ დერინგის როლის შესრულებით ფილმებში „იურული სამყარო“ (2015)[10] და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ (2018)[11] — მეოთხე და მეხუთე ფილმი „იურული პარკის“ სერიიდან.
მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორის: „Teen Choice Awards“,[12] სატელიტისსა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები.[13]